| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე მარიამ წიწილაშვილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენცია იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა და ცნობილი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის 61–ე წლისთავს მიეძღვნა.
მარიამ წიწილაშვილმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმატებით წარმოაჩინა თავისი ნამუშევარი თემაზე: „ტარიელ ფუტკარაძე – პედაგოგი“ (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ხაცავა). ნორჩმა ფილოლოგმა მსმენელებს გააცნო ტარიელ ფუტკარაძე როგორც დიდი პედაგოგი, რომელიც პარალელურად საყვარელ პროფესიასთან ერთად მისთვის ჩვეული ენერგიითა და ენთუზიზმით ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.
„დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტისათვის, რომელზეც მოსწავლეებს მოგვეცა საშუალება წარმოგვეჩინა ჩვენი შესაძლებლობები“, - აღნიშნა მარიამმა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი – მურად ჯიშაკარიანი; განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელი – ხათუნა ჯავახაძე; ოქსფორდის მენეჯმენტ კონსანტნგის (OMC) დამფუძნებელი - ბილ ევანსი; იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – სოფო ტყეშელაშვილი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი – როლანდ კოპალიანი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი – შალვა კირთაძე; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი – ავთანდილ ნიკოლეიშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ლუკა დვალიშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – დავით შავიანიძე.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სამეცნიერო–საგანმანათლებლო ჟურნალში: „გიმნაზიის მემეკვიდრეობა“.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტს მასწავლებელი მაკა ანთაძე ხელმძღვანელობდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა