TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტრენინგს დაესწრო
31-05-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ტრენინგს დაესწრო.

სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო. პროექტი ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ დანერგვას ეხება.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო. საქართველოს 50 სკოლაში პარლამნტარიზმის შესახებ პროექტის პილოტირებისათვის მოსმზადებელი ღონისძიებები დაიწყო, რომლის  მონაწილე პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა.

2021 წელი საქართველოს კონსტიტუციის საიუბილეო წელია და სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტი წელს იწყებს სკოლებში მნიშვნელოვანი პროექტის დანერგვას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში მოსწავლეთა პარლამენტარიზმის ისტორიის, მისი ფუნქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გაეროს განვითარების  პროგრამის  (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის  მოვალეობის შემსრულებელმა ანა ჩერნიშოვამ ფართოდ ისაუბრა სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ.

პროექტი, რომელიც V-VI და  VII კლასების სასწავლო გეგმაში ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ დანერგვას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

სამოქალაქო განათლების ექსპერტის ნინო გვარამაძის თქმით, ეს ინიციატივა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზრდის ცნობიერებას პარლამენტის შესახებ, მოსწავლეებმა პატარა ასაკიდანვე უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს პარლამენტი.

22-23 მაისს, განათლების და კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების („ჩვენი საქართველო“ და „მოქალაქეობა“) პედაგოგები, მათ შორის სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი.

გაიმართა ინტერაქციული ლექცია, რომელიც   ჩაატარა:

ნინო გვარამაძემ პედაგოგიკის დოქტორმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, რატი ფრუიძემ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების  კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა, მერი მახარაშვილმა საქართველოს პარლამენტის კომუნიკაციის ექპერტმა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება