სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აცრის შემდგომი უკუჩვენებების ჩამონათვალი: რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ვაქცინაციის დროს პედაგოგებმა
28-05-2021
-
+


მიუხედავად არცთუ სახარბიელო სტარტისა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელ-ნელა მასშტაბური ხდება და პედაგოგებიც ჩართულები არიან ამ პროცესში; მით უმეტეს, დაანონსებულია, რომ ზაფხულში, საყოველთაო ვაქცინაცია მასწავლებლებსა და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ აცრას აქვს უკუჩვენებები:

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შედეგად, გაწერილია უკუჩვენებები და გაფრთხილება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს ვაქცინაცია.

თუ ფიქსირდება ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება; ასევე არ შეიძლება აცრა ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს;

ცხელებით მიმდინარე (38,5​0C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადების, ქრონიკული დაავადების გამწვავების, COVID-19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე ან იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ კი COVID-19 აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით.

დამტკიცებული წესის თანახმად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა  ან სისხლის შედედების დარღვევა.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან რომლებსაც იმუნოდეფიციტი აქვთ, იმუნური რეაქცია ვაქცინის მიმართ შეიძლება იყოს სუსტი, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებამდე ან უზრუნველყოფილი იქნას პაციენტების უსაფრთხოება.

ასევე სიფრთხილე მართებთ პაციენტებს არაკონტროლირებადი ეპილეფსიით და სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევებით, როგორიც არის გიენ-ბარეს სინდრომი, ოჯახისა და პირადი ანამნეზით გამოვლენილი ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული კრუნჩხვა, ეპილეფსია ანამნეზში, ალერგია.

საგულისხმოა, რომ  მკაცრად აკრძალულია ამ ვაქცინის შეყვანა ვენაში;

აცრის შემდგომი არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი კი ასეთია:

ინექციის ადგილას ძალიან ხშირი  ტკივილი; არახშირი: ადგილობრივი ფერის ცვლილება, შეშუპება, ქავილი, ერითემა, ადგილობრივი ჰიპოესთეზია, ინდურაცია;

სისტემური დაღლილობა, ცხელება, მიალგია, დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი, არახშირი ღებინება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მუცლის შებერილობა, თავბრუსხვევა, ხველა, მადის დაკარგვა, ჰიპერმგრძნობელობა, მომატებული არტერიული წნევა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება