| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ყოველი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებში რთავენ, რაც ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს.
სკოლის წარმომადგენელი წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებზე გვიამბობს:
„მეორე კლასის ხელმძღვანელმა თინათინ ნაცვლიშვილმა, ჩვენს საყვარელი მეორეკლასელებს სკოლის ბიბლიოთეკაში გააცნო კლასგარეშე ლიტერატურა. პატარები დაინტერესდნენ იმ საინტერესო ლიტერატურით, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ბიბლიოთეკაში. ასევე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში მოაწყეს საინტერესო წიგნის კითხვის საათი. კლასის ხელმძღვანელი ნათია ვარდანიძეა.
ინგისური ენის გაკვეთილზე მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო აქტივობა „ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა“. ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს საყვარელი წიგნები და პერსონაჟები. ინგლისურის მასწავლებელი ნინო გიორხელიძეა.
მე-6 კლასში მოეწყო შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ საბავშვო გამოცემის კითხვა. მოსწავლეები ყურადღებითა და ხალისით ისმენდნენ პოემის შინაარსს და ინტერესით ათვალიერებდნენ წიგნის ილუსტრაციებს.
მე-11 კლასში, სკოლის ბიბლიოთეკაში, ჩატარდა პოეზიის ხუთი წუთი, მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წაიკითხეს ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან ცნობილი ლექსები. ქართული ენის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი ფატი თუთბერიძეა.
წიგნისა და ცოდნის ძალაზე ლექსს კითხულობს მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი სალუქვაძე.
„გვიყვარდეს წიგნი“ - მე-2 კლასის მოსწავლე ლიკა ფირცხალავა“.
იხილეთ ვიდეოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს