სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სად შეძლებენ მასწავლებლები აცრას და აქვთ თუ არა ვაქცინის არჩევის უფლება?
22-04-2021
-
+


პედაგოგების საჩვენებელმა ვაქცინაციამ, არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია საზოგადოებაში და ბუნებრივია, გაჩნდა ბევრი კითხვა, რომლებსაც ვეცდებით, თანმიმდევრობით, განათლების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ვუპასუხოთ.

პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ კოვიდზე აცრა ნებაყოფლობითია; რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, ასე, ოფიციალურად, კატეგორია ჯერ განსაზღვრული არ არის, უბრალოდ, აიცრებიან ის მასწავლებლები, რომლებსაც ეს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ეკუთვნის, ანუ 55 წლის და უფროსი ასაკის პედაგოგები.

შემდეგი საკითხი პრეპარატის მწარმოებელი გახლავთ - აქვთ თუ არა მასწავლებლებს ვაქცინის შერჩევის უფლება? - განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ბუნებრივია, ისევე, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უფლება აქვთ აირჩიონ - რომელი მწარმოებლის ვაქცინას გაიკეთებენ; რაც შეეხება პუნქტებს - შეუძლიათ, ნებისმიერ ადგილას, სადაც არსებობს მსგავსი სერვისი, მიბრძანდნენ და ჩაიტარონ აცრა.

ოფიციალური განმარტებით, პედაგოგები, ამ ეტაპზე არანაირად არ ექვემდებარებიან ცალკე კატეგორიას და მათზე ვრცელდება დღეს არსებული ყველა ზოგადი წესი აცრებთან დაკავშირებით. თუმცა, მთავრობის გეგმის მიხედვით, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი (ბაგა-ბაღები) და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები და მომსახურე პერსონალი ვაქცინაციის II ეტაპზე აიცრება. მეორე ეტაპი კი მედპერსონალისა და 75 წელს გადაცილებული პირების აცრის შემდეგ მოდის. 

იხილეთ ასევე:

მასწავლებელთა აცრა ნებაყოფლობითია და ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება - განათლების სამინისტროს პასუხი მთავარ კითხვაზე

საქართველოში მასწავლებლების ვაქცინაცია დაიწყო - ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა განცხადება გააკეთეს

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება