სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველ რიგში დაწყებითი კლასების მასწავლებლები აიცრებიან - საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა დაამტკიცა
15-04-2021
-
+


საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის გეგმა დაამტკიცა, სადაც დეტალურადაა გაწერილი სხვადასხვა ეტაპზე ასაცრელი მოსახლეობის კატეგორიები. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ვაქცინაციის I ეტაპზე უნდა აიცრას მედპერსონალი, ასევე 75 წელს გადაცილებული პირები, თუმცა საინტერესო ისაა, როდის უწევთ ვაქცინაცია პედაგოგებს.

გეგმაში გაწერილია, რომ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი (ბაგა-ბაღები) და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები და მომსახურე პერსონალი ვაქცინაციის II ეტაპზე აიცრება, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნება  მე-4 კლასამდე - დაწყებითი კლასების პედაგოგთა იმუნიზაცია, ხოლო შემდგომ მაღალი კლასის პერსონალი აიცრება.  მართალია, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მასობრივი აცრები ივლისში დაიწყება და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვაქცინაციის მეორე ეტაპი სწორედ ზაფხულის მეორე თვეს იგეგემება.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება