სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენერგეტიკული სასმელი თუ ჯანმრთელობისთვის საშიში სითხე?“ - გაეცანით, საჩინოს N2 სკოლის მასწავლებლის - ანნა წულაიას სტატიას 
20-04-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა ანნა წულაიამ, რომელიც ამასთან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია გამოაქვეყნა სტატუა ენერგეტიკული სასმელების თემაზე.

პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:


„ენერგეტიკული სასმელი თუ ჯანმრთელობისთვის საშიში სითხე?



ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში ბოლო წლებში გაიზარდა ე.წ. „ენერგეტიკული“ სასმელების მოხმარება, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. რა შედის ამ სასმელების შემადგენლობაში და არიან თუ არა ისინი უსაფრთხო? 

ენერგეტიკული სასმელები – მასტიმულიზებელი სასმელები, რომლებიც აძლევენ ორგანიზმს ენერგიას მცირე ხნით. ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში შედის 3 სხვადასხვა ჯგუფის ნივთიერება:

  1. ნერვული სისტემის მასტიმულიზებელი ნივთიერებები – კოფეინი, ჟენშენის ექსტრაქტი, გუარანი.
  2. ნახშირშყლები – ენერგიის წყარო გლუკოზა, საქაროზა.
  3. სტაბილიზატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები.
ენერგეტიკული სასმელების მოქმედი სქემა ძალიან მარტივია – ნახშირწყლების და ნახშირმჟავის მეშვეობით ისინი სწრაფად შეიწოვებიან სისხლში და იწვევენ ორგანიზმის საკუთარი ძალებიდან ენერგიის მატებას. ასეთი სწრაფი  ენერგიის გამოთავისუფლება შემდეგში იწვევს ნერვული სისტემის დაქვეითებას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. 
კოფეინის დოზა, რომელიც შედის ამ სასმელების შემადგენლობაში, ტოლია ერთი ფინჯანი ყავის  ოდენობის. რაც დაუშვებელია ბავშვებსა და მოზარდებისთვის. 

ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარების უკუჩვენებები:

  • თავის ტკივილი;
  • გაღიზიანება;
  • უძილობა;
  • სისხლში შაქრის ზრდა;
  • წნევის ზრდა;
  • სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა;
  • მიჩვევა;
  • კუჭის გაღიზიანება;
  • კბილის ემალის დარღვევა.
არსებობს ენერგიის მოპოვების უამრავი სასარგებლო და ხელმისაწვდომი ხერხები, როგორიცაა ვარჯიში, სპორტი, ხილის მირთმევა, ცეკვა, მუსიკა, სუფთა ჰაერზე გასეირნება.  მივმართოთ მათ და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა!“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანნა წულაია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება