სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უქმე დღეებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს გააცნობს - 4-დან 11 მაისამდე შესაძლოა, ონლაინ ისწავლოთ
10-04-2021
-
+


სასწავლო პროცესის 13 მაისამდე შეწყვეტას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია პედაგოგებსა და მშობლებში. ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ბავშვები ვერ მოახერხებ სასწავლო პროგრამის დასრულებას. რას აპირებს განათლების სამინისტრო და რა გეგმას სთავაზობს ის სკოლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჯერჯერობით უცნობია.

etaloni.ge - ს კითხვაზე, განიხილავს თუ არა სამინისტრო უქმე დღეების პერიოდში სკოლებმა სწავლა ონლაინ რეჟიმში  გადაიტანონ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე გვპასუხობს, რომ უწყება პროცესის მართვის რამდენიმე გზაზე მსჯელობს. კონკრეტული რეკომენდაციები კი ორშაბათს გახდება ცნობილი.

„ორშაბათს განათლების სამინისტროს გააკეთებს განცხადებას. რა თქმა უნდა ჩვენთვისაც ცნობილია, რომ უქმე დღეები გამოცხადდა, შესაბამისად როგორ დაორგანიზდება ეს პროცესები დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მივაწვდით საზოგადოებას. 
გუშინდელი დღიდან ჩვენ ვსაუბრობთ პროცესის მართვის გზებზე, გვაქვს რამდენიმე გზა, ამიტომ შევჯერდებით და სავარაუდოდ ორშაბათს უკვე განაცხადს გავაკეთებთ“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით პერიოდი ქვეყანაში უქმე დღეებად გამოცხადდა.

იხილეთ ასევე: დამატებითი არდადეგები საჯარო სკოლებსა და ბაღებში - 30 აპრილიდან 13 მაისამდე საქართველოში სწავლა შეწყდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება