TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაფერი კარგადაა“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
08-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge  სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ვოლოდია კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- უკვე მეორე სემესტრიდან გადასულები ვართ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე და ვფიქრობ, მისი წარმოება კომფორტულია. ყველა ვმუშაობთ და ჩვენს სკოლაში სიახლეს ადვილად აუღეს ალღო. ​

სურიკ არაქელიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აგანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- უკვე დავნერგეთ ეს ელექტრონული რესურსი ჩვენს სკოლაში, გადავედით მის წარმოებაზე, ყოველი კვირის ბოლომდე ვავსებთ... ერთადერთი, რაც მცირე დისკომფორტს მიქმნის, ისაა, რომ არ გვაქვს საშუალება, გადავიტანოთ შემაჯამებლის რიცხვი, სხვა მხრივ კი ყველაფერი კარგადაა.

ლალა ჯალილოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სადახლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით, ჩვენი სკოლა ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე არ გადასულა, მხოლოდ ერთი მასწავლებელი იყენებს ახალ პლატფორმა, თუმცა როდესაც მისი წარმოება სავალდებულო გახდება, რა თქმა უნდა, ამ სიახლეს დავამკვიდრებთ სკოლაში. მანამდე კი კონკრეტული შეფასებების გაკეთება მიჭირს. 

მაგამედალი კურბანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, დაშტაფის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დიდი ხანია გადავედით ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე და იგი ბევრად კომფორტულია, ვიდრე მატერიალური ჟურნალი. საბოლოოდ სკოლებში მის დამკვიდრებას მივესალმებით.

ზიადინ საფაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

- იანვრიდან გადავედით უკვე ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, ძალიან მოგვწონს და მისასალმებელია, პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას რომ უზიარებენ. თავიდან ჩვენი სკოლის ქართულის მასწავლებელმა გაგვარკვია და შეგვასწავლა, ისე რომ, ხარვეზი არ ყოფილა. 

მაჰამედ ალახვერდიევი, ამრახ ასლანოვის სახელობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის,თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- დიდი ხანია ვიყენებთ ელექტრონულ ჟურნალს  და არანაირი სირთულე არ გვქონია, ასე რომ მის დანერგვას სკოლებში, რა თქმა უნდა, მივესალმებით. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება