სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ადამიანში დამალული რესურსის დანახვაც შემიძლია“-თამარ ჭარბაძე, თბილისის N143 სკოლის დირექტორი
07-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge  თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორის თამარ ჭარბაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- სკოლა არის. . .
- ერთი დიდი ექსპერიმენტი, არასოდეს იცი, რა გამოვა. შეიძლება, ათასჯერ გაზომო, აწონო და მოლოდინი  მაინც არ გამართლდეს ან პირიქით. სკოლა ხანდახან სახელოსნოსაც ჰგავს, სადაც შედევრებიც იქმნება. სკოლა ცხოვრებისა და დროის ანარეკლია და, თუ პათეტიკურად არ მოგეჩვენებათ, მომავლის   სამჭედლოც. რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით.

- ცოდნა გვანიჭებს. . .
- თავიდან ცოდნა გვმატებს თავდაჯერებულობას, თავისუფლებას.  გვიჩენს  უნიკალურობის  შეგრძნებას. მოგვიანებით კი, რაც მეტს ვიგებთ, გვემატება სიფრთხილე, წინდახედულობა, ვსწავლობთ დუმილს...

- მომავალ თაობას სჭირდება. . . 
- მომავალ თაობას, რა თქმა უნდა, სჭირდება  პრაგმატიზმი, პროცესების  სწრაფად, სწორად  შეფასებისა და გამოსავლის პოვნის  უნარი, თუმცა  დღევანდელ და მომავლის მსოფლიოს, ჩემი აზრით, სენტიმენტალური და კეთილი  ადამიანები უფრო სჭირდება. მხოლოდ  გათვლები, მთელი  ეს მშრალი  ციფრები, სტატისტიკა არ მუშაობს, კაცობრიობას  სითბო და მეტი სიახლოვე სჭირდება, ძალიან გავუუცხოვდით ერთმანეთს.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 
- როდესაც მოსწავლე ვიყავი, ვსწავლობდი ყველგან და ყველასგან:  ოჯახში,  ეზოში, ქუჩაში...   ბევრი  მასწავლებელი  მყავდა.  ახლაც  დიდი  სიყვარულით ვიხსენებ ჩემი სკოლის დირექტორს. კარგი ადამიანი  იყო  და მონუსხული  ვუსმენდი.  ჯერ  კიდევ  მაშინ მივხვდი, ვინც  მოგწონს,  მას მეტი  ინტერესით  უსმენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ემოციური კავშირი.

- დირექტორობა მეხმარება. . . 
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ადამიანში დამალული რესურსის დანახვაც შემიძლია. ეს კი მეხმარება   მოსწავლეებისა და მასწავლებლების რესურსები სწორად გამოვიყენო სკოლის წინსვლისა და წარმატებისთვის. დირექტორობა მეხმარება ჩემი მეტი თამამი იდეა განვახორციელო.   

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .  
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, ყველაფერი დროებითია, ნებისმიერი თანამდებობა წარმავალია, ამიტომ შეეცადე, არ დაამძიმო სხვების ყოფა, არასოდეს  არავის აგრძნობინო  თავი მეორეხარისხოვან ადამიანად. თუ  შეგიძლია, დაეხმარე  და უკლებრივ ყველას გაუღიმე.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . . 
- იცოდე, რა გინდა, სად მიდიხარ და რატომ. მკაფიო მიზანი უნდა გქონდეს, თავდაუზოგავი შრომა შეგეძლოს, საქმე ბოლომდე მიიყვანო, სხვების მოსმენა შეგეძლოს, განსხვავებულ  აზრს  პატივს სცემდე, შეცდომებს არ  შეუშინდე, მამაცი იყო და თავდაჯერებულობაც არ გაწყენდა, ოღონდ, ზომიერად. ზედმეტი თავდაჯერებულობა საზიანოა. უმთავრესი დამავიწყდა! ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ფსიქიკის გარეშე ყველაფერი ამის მიღწევა შეუძლებელია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება