TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობა მეხმარება, შევქმნა ისეთი გარემო, როგორზეც ვოცნებობდი, როცა მოსწავლე ვიყავი“-მარინა მაჭარაშვილი, წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი 
06-04-2021
-
+


რა არის სკოლა, რას გვანიჭებს ცოდნა და რა სჭირდებათ მომავალ თაობებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა მაჭარაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- სკოლა არის...
- ცოდნის ტაძარი, რომელიც უფლისგან ბოძებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს ადამიანს და რომლის კარიც ყველა მსურველისათვის ღიაა.

- ცოდნა გვანიჭებს...
- თავისუფლებას, რწმენას, უნარს სასარგებლო საქმის კეთების.

- მომავალ თაობას სჭირდება...
- ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა - რომ მათ ყველაფერი შეძლონ. დახმარება იმაში, რომ საკუთარი მოვალეობები და ვალდებულებები გაიაზრონ.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ვოცნებობდი ისეთ სკოლაზე, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ყველა მოსწავლის შესაძლებლობის რეალიზაცია. სადაც, ყველასთვის სასურველი და საინტერესო იქნებოდა სწავლა.

- დირექტორობა მეხმარება...
- მქონდეს მეტი მოტივაცია და სტიმული, შევქმნა ისეთი გარემო, როგორზეც ვოცნებობდი მაშინ, როცა მოსწავლე ვიყავი.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ მარტივ გზაზე წარმატება არ არის. ის, რომ მაქვს ვალდებულებები იმ საქმეში, რომელიც უზომოდ მიყვარს და ძალ-ღონე არ უნდა დავიშურო, რათა საუკეთესო იყოს ის სკოლა, რომელშიც დირექტორი ვარ.

- წარმატებისთვის აუცილებელია...
- ცოდნა, შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული და, აუცილებლად - საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება