TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი პროფესია შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიონ” - ასლან ბერიძე, ახოს საჯარო სკოლის დირექტორი
06-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, მისი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, რას ეტყოდა და როგორ გაამხნევებდა კოლეგა დირექტორებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის დირექტორის ასლან ბერიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად? 

- აბიტურიენტებს ვურჩევდი პროფესია შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიონ. საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, მეტი იმეცადინონ, ზუსტად იმ საგნებმა უნდა დაანახონ საკუთარი თავი, რომელსაც აირჩევენ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში. სახელმძღვანელოები რომ ცუდია ამას ვერ ვიტყვი მაგრამ, ყველაფერი რომ ვითარდება ისიც უნდა განვითარდეს და შეიცვალოს. ამ პროცესს ტაბუ დადებული არ უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- ელექტრონული ჟურნალის წარმოება ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ ისეთი სკოლები როგორებიც ჩვენ ვართ მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში არ გვაქვს კარგი ინტერნეტი, შესაბამისად სიხშირე არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- მაქსიმალურად დიდი შრომის ფასად ვიყავით ონლაინ სწავლებაში და დღესაც რამდენიმე სკოლა ჩართულია ამ პროცესში. ვუსურვებდი ყველა დაბრკოლების და ნიუანსის გადალახვას რასაც ამ პროცესს ახლავს თან. შეუჩვეველი ვიყავით ონლაინ სწავლებას და უცებ მოგვიწია ამ ყველაფერთან გამკლავება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება