| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

- სკოლა არის...
- ცოდნის უზარმაზარი სამყარო. ბავშვები უმეტეს დროს ატარებენ და სწავლობენ მასში. სკოლა არის დიდი ოჯახი, თითოეული მოსწავლისთვის და, როგორც ნებისმიერი ოჯახი, სკოლასაც ჰყავს საკუთარი მშობლები - მასწავლებელი.
სკოლა ერთ – ერთი ყველაზე მშვენიერი დროა ადამიანის ცხოვრებაში. მისი მოგონებები ყველაზე ნათელი რჩება.
- ცოდნა გვანიჭებს...
- ბარგს, რომელიც მუდმივად გროვდება მნიშვნელოვანი ინფორმაციით. ცოდნის შეგროვებით, ვიღებთ გარკვეულ გამოცდილებას, რომელსაც მომავალში ფასდაუდებელი მომსახურების გაწევა შეუძლია.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- უფრო მეტი თავისუფლება, რომ მეტად იყოს დამოუკიდებელი. ეს დაეხმარება მომავალში, რადგან მარტო შენი თავის იმედი გექნება.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- მეც, როგორც სხვა მრავალი, ვოცნებობდი, რაც შეიძლება მალე გავპარულიყავი მისი კედლებიდან. რომ მცოდნოდა რამდენი შესაძლებლობა და მიმართულება მექნება ჩემი ცხოვრების დასაწყისში. შევცვლიდი დამოკიდებულებას ამ დროის მიმართ. თავისუფალ დროს უფრო კომპეტენტურად გამოვიყენებდი დამატებითი ცოდნის მისაღებად.
- დირექტორობა მეხმარება...
- პირველ რიგში განვითარებაში. ასევე ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანის შესახებ ცოდნა არა მხოლოდ პროფესიონალურად, არამედ პირადად, სწორედ აქედან გამომდინარეობს, ჩემი აზრით, ნდობა და ურთიერთპატივისცემაა საჭირო. კომუნიკაციის უნარი, წესიერება, სამართლიანობის გრძნობა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართ.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ უნდა განვითარდე, რადგან ბევრი სიახლე უფრო მეტ ცოდნას მაძლევს .
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- კომუნიკაციის უნარი, მოთმინება და მუდმივი სწავლა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა