TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებისთვის აუცილებელია ცოდნის გამოყენების ცოდნა“ - წვირმის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის დირექტორის, ლალი გულედანის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ცოდნის ტაძარი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. შესანიშნავ პედკოლეტივს ვხვდები, რომელთა გარეშე არსებობა არ წარმომიდგენია. მათგან ვღებულობ უამრავ რჩევასა და პოზიტივს.

- ცოდნა გვანიჭებს...

- მხნეობას, გამბედაობას; ამსხვრევს ყოველგვარ სტერეოტიპს; ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზაციასა და განვითარებას; გვაძლევს საშუალებას, დავეხმაროთ ჩვენს გარშემომყოფ ადამიანებს. 

- მომავალ თაობას სჭირდება...

- რა თქმა უნდა, ცოდნა, სააზროვნო უნარების განვითარება. შემდგომ მიღებული ცოდნის გამოყენება და შედეგად, თავის დამკვიდრება სოციუმში.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- სკოლა ჩემთვის იყო ცოდნის კერა, სადაც ვიღებდი ცოდნას შესანიშნავი მასწავლებლებისგან. გარდა ამისა,  ვერთობოდი მეგობრებთან და უამრავი სახალისო დღე მახსოვს და დღეს მოგონებებით ვტკბები.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვიყო აქტიური; ვახდენ ჩემი და სხვისი თავის რეალიზაციას - ვგულისხმობ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს; ვზრუნავ სკოლის როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აგრეთვე ადამიანური რესურსების განვითარებასა და წინსვლაზე.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ არ დავარღვიო ეთიკური ნორმები; დავიცვა როგორც ჩემი, ასევე ჩემი თანამშრომლების უფლებები და შევახსენო მოვალეობები; ვიყო კომუნიკაბელური და ემპატიური.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- პირველ რიგში ცოდნა, საკომუნიკაციო უნარების განვითარება; ცოდნის გამოყენების ცოდნა და განხორციელება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება