| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021 წლის 30 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ყარაბაღის მეორე სამამულო ომის პოლიტიკურ-სამართლებრივი შედეგები“.
კონფერენციაში, აზერბაიჯანელ და ქართველ მკვლევარებთან ერთად, მონაწილეობდნენ უკრაინის, რუსეთის ფედერაციის, მოლდოვის, ლიეტუვის და ყაზახეთის ექსპერტული წრეების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.
კონფერენციას მიმართა და მოხსენებით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც მიმოიხილა რეგიონში არსებული ვითარება და ისაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესაძლებლობებზე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შემცირებისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებებისა და სტატიების კრებული.
აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი გახლდათ მორიგი ღონისძიება ციკლისა, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესწავლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევისა და დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოების საფუძველზე კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესში საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინსტრუმენტებისა და პოტენციალის ამოქმედებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა