TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა სამჭედლოა მომავალი თაობების“ - წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ​ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. პირველ რიგში, უსაზღვროდ მიყვარს ბავშვები, ჩემი პროფესია, ამიტომაც ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე  მეტად მეხმარება ჩემი ცხოვრებისეული არსის შეცნობაში. სკოლა სამჭედლოა მომავალი თაობებისა.

- ცოდნა გვანიჭებს...

- სიკეთის ქმნის საშუალებას. ცოდნა - სიმდიდრეა, უსწავლელობა - სიბნელე; მცოდნე ადამიანი მდგრადი პიროვნებაა. ილია როგორც ამბობდა, ცოდნა სანთელსა ჰგავს. ერთ სანთელზე რომ ათასი სანთელი აანთო, ამით სანთლის ელვარებას არა დააკლდება რა, თუ არ მოემატება.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ინოვაციური, თავისუფალი, ობიექტური ხედვები. სითბო, სიყვარული, ჯანსაღი ურთიერთობები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრებისა წესის შეცნობა, ცოდნისა და შესაძლებლობების ცხოვრებაში რეალიზება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მუდამ ვოცნებობდი საუკეთესო აკადემიური შედეგები მომეტანა სკოლისთვის, გამეხარებინა ჩემი სწავლით, ყოფაქცევითა და წარმატებებით მშობლები. ახლა კი, მუდამ ვცდილობ, ვარსკვლავური და წარმატებული სკოლა შევქმნა; ვასახელო რესურსცენტრი, ქალაქი, ქვეყანა.

- დირექტორობა მეხმარება...

- საკუთარი შესაძლებლობების და კრეატიული ხედვების რეალიზებაში. მეხმარება გუნდური მუშაობის დახვეწაში, წარმატებული ლიდერი პედაგოგის, მოსწავლეების, აქტიური მშობლების წარმოჩენასა და მათი მოტივაციის გაზრდისთვის ზრუნვაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ მუდამ ფხიზლად ვიდგე მომავალი თაობის განათლებისა და XXI საუკუნის მოქალაქედ ჩამოყალიბების საქმეში, რომ მოდუნების უფლება არ მაქვს თითოეული მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის, საკუთარი თავისა თუ ქვეყნის წინაშე.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- შრომა, შრომა, ისევ შრომა! ბრძოლა, მოქმედება... როგორც დიდი ილია იტყოდა: „მოძრაობა და მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება