TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველა ბავშვი ძვირფასი თვალია, ასჯერ გაზომილი სიტყვითა და ქცევით რომ უნდა აქციო ბრილიანტად“ - წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი მაია ქობულია
31-03-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ქობულიას ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ის დალოცვილი ადგილი, სადაც პატარების პიროვნული ჩამოყალიბება ხდება. მთავარი ხომ მომავალში მათი საზოგადოებაში თვითდამკვიდრება და მათი ნიჭის რეალიზებაა. სკოლა არა მარტო ცოდნის ტაძარია, არამედ მან მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული, სიკეთის კეთება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყნება, მათი უნარების წარმოჩენა.

- ცოდნა გვანიჭებს...

- ძალას; გვმატებს რწმენას; გვეხმარება, ვიპოვოთ ჩვენი საყვარელი პროფესია; დავიმკვიდროთ ჩვენი საკუთარი ნიშაჩვენი შრომითა და ნიჭით; ცოდნა ადამიანს ხდის უფრო მიმტევებელს.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- სიყვარული, მათი შესაძლებლობებისადმი რწმენის განმტკიცება; კარგი გარემოს შექმნა, რათა მოახდინონ საკუთარი თავის წარმოჩენა; პიროვნული მაგალითები სიკეთის ქმნის, სამართლიანობის, პროფესიონალიზმის.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ბევრჯერ გული მტკენია არასწორი დამოკიდებულებებით. ყოველთვის მახსოვს, ამიტომ არასდროს ვარჩევ ბავშვებს. ჩემთვის ყველა ბავშვი ძვირფასი თვალია, ფაქიზი და ასჯერ გაზომილი სიტყვითა და ქცევით რომ უნდა აქციო ბრილიანტად.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვიზრუნო გაცილებით მეტ მოსწავლეზე, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრზე, გავახარო მათი გულები, დავუდგე გვერდით, ვიყო მათი ერთგული მეგობარი. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- იყო ადამიანი ყველაზე რთულია, მაგრამ აუცილებელი. ყოველთვის იყავი ზომიერი, პრინციპული, თუ ბავშვის ინტერესებს ეხება. დაიცავი თითოეული მათგანი, შეუქმენი ყველა პირობა, რომ სკოლაში მოსვლა უხაროდეს.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- სიახლეების მუდმივი ძიება, მუდმივი შრომა. რამდენჯერ ჩამძინებია კალმით და ქაღალდით ხელში... სულ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანებზე ფიქრობ, მით უმეტეს ბავშვებზე, 24 საათი ცოტაა, ამიტომ უნდა იჩქარო, რომ ბევრი სიკეთე გააკეთო. დირექტორს ხომ უამრავი ბავშვის მოციმციმე თვალები შესცქერის და ყოველთვის ელის კარგს, ახალს, საინტერესოს. მე არ მაქვს უფლება, მუდმივად არ ვიფიქრო მათზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება