TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტად იაქტიურონ“ - სამშვილდის საჯარო სკოლის დირექტორი​ აიკანუშ გალუსტიანი
30-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის დირექტორი​ს, აიკანუშ გალუსტიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რამდენად ვიყავით მზად ვირუსთან „საბრძოლველად“; ამავე დროს, გვასწავლა თანადგომა, პრობლემებსა და წინააღმდეგობებთან შეჭიდება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწორად შერჩეული შესაბამისი მიდგომების გამოყენებით, დისტანციური სწავლების დანერგვა სასწავლო პროცესში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც რთულ და პრობლემებთან ასოცირებულს, თუმცა, ამავე დროს, ნაყოფიერსა და ინოვაციებით დატვირთულს; გარკვეული კუთხით, პოზიტიურსაც კი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ ისინი მოწოდებით პედაგოგები არიან თავისი ღირსეული თვისებებით, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, პროფესიონალზმი, ერთგულება, ხვალინდელ დღეზე ზრუნვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ მათმა უმეტესობამ სწორად გაიაზრა პანდემიის დროს არსებული რთული ვითარება და საკმაოდ აქტიურად ჩაერთო სწავლა-სწავლების ორმხრივ პროცესში, რაც მისასალმებელია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რომ უფრო მეტად იაქტიურონ და ხელი შეუწყონ როგორც საკუთარი თავის, ასევე შვილების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, რაც რა თქმა უნდა, ოჯახის, სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, წარმატების მომტანი იქნება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- იმ დიდ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მე მაკისრია პირველ რიგში, როგორც პედაგოგს და შემდეგ, როგორც საჯარო სკოლის დირექტორს, რაც მომავალი თაობის სწორი და მიზანმიმართული აღზრდის, სწავლისა და განათლების მიცემაში გამოიხატება, რათა ისინი სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბდნენ.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება