| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, თუმცა დაგვეთანხმეთ, იოლი არ არის, პროტოკოლით გათვალისწინებული თითოეული პუნქტის შესრულება და შემდეგ იმის გაკონტროლება, რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება წესებს.
გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნათელა კიკაბიძე კი ბრწყინვალედ ართმევს თავს იმ დამატებით მოვალეობას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო თითოეული სკოლის ხელმძღვანელს დაეკისრა;
გეზათის საჯარო სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით - სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებით, საინტაიზერებით, ელექტროთერმომეტრებით... მოწესრიგებულია სველი წერტილები, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და შპს ემტნ კომპანიის მიერ მიშენებულ დამხმარე შენობაშიც.
სკოლაში რეგულაციების დაცვას ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი ირმა ჯიბლაძის, ირმა ჭანტურიასა და რამინი კორძახიას შემადგენლობით, ხოლო ახალგაზრდა დამლაგებელი - ნათია ტაბატაძე მთელი პასუხისმგებლობით, ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
მოსწავლეები კი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, რასაც ადასტურებს გამოფენა „პანდემია და სკოლა“ და რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა