სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
29-03-2021
-
+


2021 წლის 27 მარტს, რუსლან მელაძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ქვემო ვაშლოვანის საჯაროს სკოლაში, რეგულაციების სრული დაცვით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები 12 საჯარო სკოლიდან, რომელთა შორის გახლდათ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი „მგოსნები“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ორგანიზებით, „მწვანე სექტორის“ მიერ.

„დაძაბულ, აზარტულ და საინტერესო თამაშში ღირსეული პირველობა ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად“, - აღნიშნა თამაშის დასასრულს ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, იაგული აბულაძემ, რომელმაც მოსწავლეებთან საკუთარ დამოკიდებულებასა და იმაზეც ისაუბრა, როგორ ამაყობს მომავალი თაობით: 

„მსიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა; მათი წარმატება არამარტო ჩემი, არამედ ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურებაცაა, მადლიერი ვარ ახალი თაობის, როცა შრომა ერთი ასად გიფასდება და გიბრუნდება. მადლობა „მწვანე სექტორს“, მადლობა მის ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებს ასეთი გამჭვირვალე და ობიექტური ინტელექტუალური თამაშის ჩატარებისათვის.

ვუსურვებ ჩემს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, სამომავლოდ, მეტი წარმატებისთვის მიეღწიოთ და მათი რიცხობრივი მაჩვენებელი უფრო მეტი ყოფილიყოს“.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალურ თამაშში მე- 2 ადგილი დაბა ხულოს საჯაროს სკოლამ დაიკავა, მე-3 ადგილი კი კორტოხის საჯარო სკოლას ხვდა წილად.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება