| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა - ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ ისწავლეს და საინტერესო აქტივობაც განახორციელეს.
აქტივობის მიზანი იყო:
კრეატიული და წარმოსახვითი აზროვნების განვითარება; ბავშვების ფანტაზიის სტიმულირება, შემოქმედებითი აქტივობა.
მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარება; აზრის თავისუფლად, საჯაროდ და ემოციურად გამოხატვის უნარის წახალისება მიკროფონით თამაშის მეშვეობით.
გუნდური და სოციალური უნარები: საერთო თამაშში/ინსცენირებაში ჩართვა, თანატოლების მოსმენა და როლების გაზიარება.
მოსწავლეებმა აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი ბოლოს კი დასვეს კითხვა ვინ ან რამ გადაარჩინა ფიცხელა? და ერთხმად უპასუხეს - ერთობამ, თანადგომამ, მეგობრობამ. მოსწავლეებმა აქტივობით უკეთ გაიაზრეს მოთხორობის მთავარი სათქმელი.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა იდლიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ აბუთიძე.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
გაკვეთილი საოცრად პოზიტიურად და სახალისოდ წარიმართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა