| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.
გიორგი გულედანმა, ლაზარე გულედანმა, ზურაბ გულედანმა, დაჩი ილდანმა, მოსე დევდარიანმა და მათე ჩარკვიანმა მათი პირველი ნერგი დარგეს.
ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ, ამიტომ ინიციატივა ახარებთ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა