TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებში ვხედავ საკუთარი საქმის, ქვეყნის, მოვალეობის სიყვარულს“- საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ გულვერდაშვილი
29-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ნუნუ გულვერდაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფასეულია ერთად ყოფნა, საკლასო ოთახში სწავლება, მოსწავლეების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გაცემა, მოფერება, ჩახუტება, კოლეგებთან ყოველდღიური სიახლოვე, აზრთა გაზიარება, ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩვენ ვალდებულები ვართ, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად, სხვას მოვუფრთხილდეთ. ამ ყველაფრის აღქმისა და გააზრების შემდეგ, სიტუაციას შესაბამისად მივუდექით და სათანადოდ შევუდექით მუშაობას.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ვირტუალურ სივრცეშიც შესაძლებელია ცოდნის მიღება და გადაცემა, აზრთა გაცვლა, გაზიარება. ამ სფეროში ჩართულობამ საკუთარი თავისა და მოსწავლეების შესაძლებლობები უფრო სხვა კუთხით დაგვანახა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- წელი გამოწვევების, სირთულეების, შიშისა და სიმტკიცის. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, მაინც  მოვახერხეთ მუშაობისთვის თავის გართმევა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- პანდემიიდან გამომდინარე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მასწავლებლებში ვხედავ საკუთარი საქმის, ქვეყნის, მოვალეობის სიყვარულს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მიკვირს მათი ასეთი გაზრდა, პრობლემის გათავისება, პასუხისმგებლობის მომატება, ჩართულობა.   შეხვედრის დროს მათი სითბოსა და სიყვარულის გამომჟღავნება.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს  ვთხოვდი, ვურჩევდი არ დაკარგონ სიმტკიცე, იყვნენ უფრო ჩართულები, ერთგულები, რათა თავიანთ შვილებს მძიმე პერიოდშიც გადასცენ მეტი პოზიტივი და ოპტიმიზმი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როცა ყველაფერი დალაგდება, ჩემს ოჯახთან (ბავშვები, კოლეგები, მშობლები) ეზოში, მზიან დღეს  მოვაწყობ ზეიმს, რომელსაც სითბოს, სიყვარულისა და ჩახუტების  დღესასწაულს დავარქმევ.  თითოეულ მათგანს მოვეფერები და ვეტყვი, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება