სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლაში თეატრის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
29-03-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თეატრის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით,  სხვადასხვა კლასში შესაბამისი გაკვეთილები დაიგეგმა.

„მე-4 კლასში მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება - „თეატრალური სანახაობები საქართველოში“.

ბავშვებმა გაიხსენეს თეატრის წარმოშობის ისტორია. აღნიშნეს, რომ დროთა განმავლობაში, ჩამოყალიბდა თეატრის სხვადასხვა სახეობა. თოჯინების თეატრი გამდიდრდა - ძაფებიანი (მარიონეტი), თოჯინა ხელთათმანით, ჯოხებიანი და სხვა ტიპის თოჯინებით. ასევე აღინიშნა ისიც, რომ ჩინეთში ჩამოყალიბდა თეატრის ახალი სახეობა - ჩრდილების თეატრი“.

მოკლე პრეზენტაციების შემდეგ, მოსწავლეებმა წინასწარ დამზადებული ნიღბებით გაითამაშეს მინი-სცენები ზღაპრებიდან: „კომბლე“, „სამი გოჭის ამბავი“. ეს უკანასკნელი წარმოადგინეს როგორც „ჩრდილების თეატრი“.

არ გამორჩენიათ ისეთი ხალხური პოპულარული თეატრალური სანახაობაც, როგორიცაა „ბერიკაობა“, სადაც მთავარ როლს თხის ტყავსა და ნიღაბში გამოწყობილი პერსონაჟი ასრულებდა.

ამ მრავალფეროვანი დავალებების შესრულებაში მათ ეხმარებოდათ მათი საყვარელი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე, რომელმაც ბავშვებთან ერთად დაამზადა ნიღბები, ნახატები და სხვა აქსესუარები.

საინტერესო აქტივობა შემოგვთავაზეს ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ჭიჭინაძემ, ნია ქობულიამ და ლუკა კოპალიანმა. ქართული ენის მასწავლებლის, მანანა ჯავახაძის ხელმძღვანელობით, მათ წარმოადგინეს სცენა დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან „სოლომან მორბელაძე“. 

მანანა ჯავახაძე ყოველთვის აქტიურად მუშაობს თავის მოსწავლეებთან ერთად. გასულ წელს, მან ბავშვებს მოამზადებინა სცენები ნ. დუმბაძის რომანიდან: „მე, ბებია,ილიკო და ილარიონი“, რომელიც ნ. დუმბაძის სახლ-მუზეუმში წარმოვადგინეთ. მუზეუმის სტუმრებმა და თანამშრომლებმა დიდად მოიწონეს ბავშვების შემოქმედება.

წარმატებები ენერგიულ და შემოქმედ პედაგოგებს თავის მოსწავლეებთან ერთად“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება