TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტურიზმის განვითარება ჩემს სოფელში“ - უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა დეკანაძემ პროექტი განახორციელა
26-03-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა დეკანაძემ პროექტი, თემაზე: „ტურიზმის  განვითარება  ჩემს სოფელში“ განახორციელა.

„ჩემთვის  აუცილებელი  და  მთავარია, ჩემს სოფელში ტურიზმის განვითარება. მინდა, რომ ჩემი სოფლის კულტურა და  მისი ღირსშესანიშნავი ადგილები გავაცნო ხალხს.

მოგეხსენებათ, ჩემს სოფელში  არსებობს  თაღოვანი  ხიდი   რომელსაც  თამარ  მეფის  ხიდი  ჰქვია. ხიდი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო  ხიდის სახელთან დაკავშირებით  არსებობს ლეგენდა.

ლეგენდის  თანახმად, როდესაც ქართველთა ლაშქარს ურიცხვ მტერთან გაუმარჯვია, თამარ მეფეს ამის აღსანიშნავად,  გადაუწყვეტია  ნასაყდრის სერზე აგებული ეკლესიის მოლოცვა, მაგრამ როდესაც იგი სოფელში შემოსულა, წყალი ადიდებულა და პატარა ხიდი წყალს წაუღია. სწორედ მაშინ გადაუწყვეტია და გაუცია თამარ დედოფალს ხიდის აგების ბრძანება. მიუხედავად იმისა, რომ  ხიდს რესტავრაცია ჩაუტარდა,  მას თავისი პირვანდელი სახე არ დაუკარგავს.

ჩემს სოფელში ასევე მდებარეობს ჩანჩქერი, რომლის არსებობის შესახებ, სულ რაღაც ორი წელია შევიტყვეთ.

22 სადგური უკვე მომზადდა, სადაც თავგადასავლების მოყვარულებს უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის   დალაშქვრა და ჩანჩქერზე დაშვება შეუძლიათ.​

უჩხო იქნება პირველი კანიონინგის  ტურისტული მარშრუტი აჭარაში.

ჩემს სოფელში, გარდა ხიდისა და  ჩანჩქერისა, არის საკალმახეები, სადაც გაშენებული ჰყავთ კალმახი. ასევე, უჩხოს მდინარეებში ბინადრობს მდინარის ბუნებრივი კალმახი, რომლის დაგემოვნებაც შეუძლიათ ტურისტებს.

უჩხოში მოსულ ტურისტებს გავუმასპინძლდებით ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტებით,  როგორებიცაა: რძის პროდუქტები, ხორცი და თაფლი. 

სოფელში  მოგვყავს  სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ალუბალი, მარწყვი, კიტრი, პომიდორი, წითელი და შავი  ჟოლო. უჩხო უნდა ინახულო“, - აცხადებს ანა დეკანაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება