TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, აღმოაჩინონ ბავშვის შინაგანი სამყარო“ - კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ანჯაფარიძე
25-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის, გიორგი ანჯაფარიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- შეცვლილი სამყარო და ადამიანების განუსაზღვრელი შესაძლებლობები რეალური პრობლემის დასაძლევად.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამყაროში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- სიძნელეების, შიშის, სტრესისა და ამავე დროს, ურთულესი გამოწვევის, შეჩერებისა და მასზე გამარჯვების რეალური შესაძლებლობის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული, კოლეგიალობა, პუნქტუალობა, ინოვაციური საინტერესო პრაქტიკული აქტივობებისა და გაკვეთილის ჩატარება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თითოეულში განსხვავებული უდიდესი პოტენციალის მქონე ინდივიდუალიზმის არსებობა ასაკის მიხედვით.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აღმოაჩინონ ბავშვის შინაგანი სამყარო; იყვნენ მათი ფასილიტატორები; ყველანაირად შეუწყონ ხელი, რომ ცხოვრებაში მათმა შვილებმა მოახდინონ თვითრეალიზება მათთვის საყვარელ პროფესიაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ნებისმიერი ყოველდღიური ჩემი ქმედებით, სარგებელი მოვუტანო თითოეულ მოსწავლეს, რაც მათ გამოადგებათ წუთისოფელში პრობლემების მოგვარებაში და ბევრი კარგი საქმე რომ აკეთონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება