სიახლეები
საინტერესო

„მარტოობა მადარდებს“- გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
16-11-2017
-
+


ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.

„მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავიბადე საქართველოს მთაში, გუდამაყრის ხეობაში. ჩემს სოფელს ჩოხი ჰქვია, ჩემს სალოცავს - ჩოხის წმიდა გიორგი. გუდამაყრის ხეობაში შავი არაგვი, ოღონდ არა ბოროტად, კეთილად მოედინება. დედა ჩემთვის ის ანთებული სანთელია, რომელიც საიქიოდანაც კი მინათებს სააქაოს. რომ არა დედაჩემი და მისი მადლი, მე დღეს არავინ არ ვიქნებოდი და, თუკი რამ კარგია ჩემს არსებობაში, სწორედ ეს არის დედაჩემის ფენომენი“, - წერდა გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობაში „ანგელოზთღამეობა“. მწერლის მთელი ცხოვრება დედის, ლელა წიკლაურის სიყვარულით იყო სავსე. ქალის, რომელმაც მთის მკაცრ პირობებში, უზომო ჯაფითა და სიყვარულით, მარტომ გამოზარდა ორი შვილი.

ფასანაურის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გოდერძი ჩოხელმა 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა“, „ადგილის დედა“, „ადამიანთა სევდა“, „წერილი ნაძვებს“, „ცოდვის შვილები“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“...

გოდერძი ჩოხელის ფილმებს ბევრი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის - 1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი.

1981 წლიდან გოდერძი ჩოხელი მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.1980 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“, რომელსაც წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა.

გოდერძი ჩოხელს გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“ „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“, „ბედი მდევარი“, „შავი არაგვი“, რომელიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. რომანები - „მგელი“ და „მღვდლის ცოდვა“.

რვა წლის ყოფილა, როცა გოდერძი ჩოხელს თავისი ცხოვრების მეგზური სიზმრად უნახავს: წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათზე მჯდარს, ქვემოთ, ხალხში უცნობი, ლამაზი გოგონა შეუნიშნავს, ძირს ჩამოდიო, - ემუდარებოდა. გოდერძის, პირიქით, გუმბათზე ამოდიო, დაუპატიჟებია. როგორ ამოვიდე, ფრენა რომ არ ვიციო? - გაჰკვირვებია ლამაზ გოგოს. თუ მოინდომებ, ამოფრინდებიო! -უთქვამს გოდერძის და გაღვიძებია.

სიზმრად ნანახ გოგონას 1982 წელს ტელევიზიაში შეხვდა, სადაც ნინო მელაშვილი ჟურნალისტად მუშაობდა. ჯვარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაიწერეს და პირველი შვილი ლუკაც იმავე მონასტერში მონათლეს. მალე მეორე ვაჟი ნიკაც შეეძინათ.

გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ის იმავე სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს, სადაც ჯვარი დაიწერა.

„გოდერძის სხვანაირად, ძლიერ უყვარდა ნინო. ერთხელ მოსკოვში წავიდა და, მეორე დღიდან, ყოველ ნახევარ საათში ზუსტად ერთსა და იმავე შინაარსის დეპეშას უგზავნიდა: „ნინო, ძალიან მიყვარხარ! გოდერძი ჩოხელი“.- იხსენებენ ლეგენდარულ მწერალს მეგობრები.

„რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“. - „ადამიანთა სევდა“.

„მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი“. - გოდერძი ჩოხელი, „ადამიანთა სევდა“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება