სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უნივერსიტეტში ჩარიცხვისას კარგი იქნება გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი“ - გუბის საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო კაკაბაძე
19-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -ს ხონის მუნიციპალიტეტის, გუბის საჯარო სკოლის დირექტორს ნინო კაკაბაძეს ესაუბრა.


- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დადებითად ვაფასებთ. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვისას კარგი იქნება გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, ვინაიდან ასე გაიზრდება სკოლის მნიშვნელობა და ფუნქციები მოსწავლის მომავლის დაგეგმვისას, რაც დღეს თითქმის უგულებელყოფილია. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდით, მათთვის საინტერესო და საყვარელი საქმიანობის არჩევასთან ერთად გაითვალისწინონ საკუთარი შესაძლებლობები, ჰქონდეთ წარმოდგენა არსებულ შრომის ბაზართან დაკავშირებით, გაითვალიწინონ მომავალი დასაქმების შესაძლებლობები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. გამოცდებამდე დარჩენილი დრო გამოყენონ სწავლისა და მომავლის უკეთ დაგეგმვისთვის. გაითავისონ, რომ წარმატება მხოლოდ თავდაუზოგავი შრომისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი კვალიფიციური პედაგოგები, რომელთაც  უშუალო  ურთიერთობა აქვთ სასკოლო ცხოვრებასთან, მოსწავლეებთან. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ მისი წარმოება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეებს, თუმცა სასურველი იქნება მასწავლებლებს ჰქონდეთ ჟურნალის კორექტირების საშუალება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- კოლეგა დირექტორებს ვუსურვებთ, არ დაკარგონ მომავლის რწმენა და იმედი, რომ როგორც ყველაფერი ცუდი, ეს კოვიდპანდემიაც მალე დასრულდება და ვიამაყებთ იმით, რომ შევძელით ერთად დგომითა და თავდაუზოგავი შრომით ყველა სირთულის გადალახვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

დღემ უამრავი სასიამოვნო ემოცია, სიხარული და დაუვიწყარი მოგონება დატოვა

ელენე ინასარიძე ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაეცნენ შავ ზღვაში ბინადარ არსებებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება