სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უკან ჰრჩეს კვალი განათებული“ - გაიცანით, თბილისის N62 სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი გულიზარ ბიწაძე, რომელიც მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა
17-03-2021
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ლიდერობის აკადემიის“ ტრენერი ელენე შაბურიშვილი თბილისის N62 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს (60 წლის პედაგოგიური სტაჟით), ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს - გულიზარ ბიწაძეს გვაცნობს, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 8 მარტი მიულოცა.

დირექტორი პედაგოგით ამაყობს და ამავე სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერის, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის ლიზი ნიჟარაძის ჩანაწერს გვიზიარებს, რომელშიც ღვაწლმოსილ მასწავლებელზე - გულიზარ ბიწაძეზეა საუბარი.


„უკან ჰრჩეს კვალი განათებული...“

გიგრძვნიათ მზის სხივისგან წამოსული მადლიერება? ეს მხოლოდ ვალმოხდილ ადამიანთა ხვედრია. ადამიანი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, 60 წელია სკოლის გზას მიუყვება, არ ელოდება მადლობას, არც ტაში არის მისი მიზანი. ის მსახურია ქვეყნის, ერის, ულაპარაკოდ, უსიტყვოდ მავალი. გათენებიდან დაღამებამდე საკუთარი მისიის აღმსრულებელი, მასწავლებლის საპატიო წოდების ღირსეულად მტვირთველი, უმაღლეს იდეათა მატარებელი, სიტყვის ოსტატი და საქმით რჩეული, თბილისის ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი პედაგოგი - გულიკო ბიწაძე.

21 წლის იყო მოსწავლეთა პირისპირ რომ აღმოჩნდა, მას შემდეგ იღებდა და გასცემდა ცოდნას, მას შემდეგ გაიბა უწყვეტი ძაფი სიყვარულის, მას შემდეგ დაიწყო ბრძოლა გონებათა განათებისთვის, სრულყოფისთვის. არასოდეს უღალატია პრინციპებისთვის, არჩეული გზისთვის, ასწავლიდა და სწავლობდა, ათწლეულებმა ჩაიარა, დღესაც იგივე შემართებით აგრძელებს საკუთარი თავისა და თაობების წვრთნას. 

მისი თქმით, სწავლა მუდმივი პროცესია, მის ცხოვრებაში არ ჩაუვლია დღეს ცოდნის შეძენის გარეშე. ამ პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა პროფესიული წარმატება: უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლად აღიარება, დედაქალაქის წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული, მედალი „კეთილსინდისიერი შრომისთვის“, პრეზიდენტის სტიპენდიანტობა, ღირსების ორდენი, თანამედროვე გამოწვევებს არც დღეს ეპუება და მენტორის სტატუსით აგრძელებს მოღვაწეობას. ამიტომაც მიულოცა 8 მარტი ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა. 
ის მასწავლებელთა მასწავლებელი, გზამკვლევი, ორიენტირია უკეთესი მომავლისკენ.

და თუ შენიშნავთ, ყოველ დილით, ავდარსა თუ დარში, სკოლისკენ მიმავალ, ლამაზად ჩაცმულ, სანდომიან, ზრუნვით აბრჭყვიალებულთვალებიან, შეუპოვარ ქალბატონს, მიდით მასთან, გადაუხადეთ მადლობა, იმ გზისთვის, რომელსაც ყოველდღე გადის მომავალი თაობის სიყვარულით, ის აუცილებლად დაირცხვენს და თავის ულამაზეს ღიმილს გაჩუქებთ.
გულიკო მასწავლებელო, მადლობას გიხდით ყველა მოსწავლის, მასწავლებლის, ქვეყნის სახელით.


                                                                                              
ლიზი ნიჟარაძე
ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი, 
ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება