TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა“ - დაბა მანგლისის N1 სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური
16-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში​თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური პასუხობს.

-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
- თუ რამდენად აუცილებელია სკოლას ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან, აუცილებელია ყველა მასწავლებლისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების კარგად ფლობა და ყველაზე მთავარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილები მიმდინარეობდეს სკოლის კედლებში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
- რომ მასწავლებლები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა გამოწვევებისთვის, რომ აუცილებელია მოვიძიოთ და შევქმნათ სხვადასხვა სასწავლო რესურსები.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- როგორც რთულ წელს, პირველ რიგში მოსწავლეებისთვის ურთიერთობები შეიზღუდა მთლიანად გადავიდნენ ონლაინ ურთიერთობებზე, რამაც გამოიწვია ნაკლები ფიზიკური აქტიურობა, შეჩერდა წრეების მოქმედება სკოლებში და ზოგადად, რა თქმა უნდა, უკან დასწია მათი მომზადების დონე, როგორც კულტურული ასევე სპორტული განხრით, თუმცა ჰქონდა დადებითი მხარეც მათ უფრო მეტად გაიგეს თუ რა მნიშვნელოვანია სწავლა საკლასო ოთახებში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- რომ ცდილობენ მოიძიონ სასწავლო რესურსები ინტერნეტში და თვითონაც შექმნან და კარგად შეისწავლონ საინფორმაციო ტექნოლოგიები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- მიკვირს, რომ ასე გაგებით მოეკიდნენ ამ საყოველთაო პრობლემას და ადვილად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- რომ უფრო მეტად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში რათა არ გამოეპაროთ მათი შვილების წარმატებაც და წარუმატებლობაც.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
- რომ ყველაზე დიდი ბედნიერება არის ბავშვებთან ურთიერთობა, მათი სიხარულის გაზიარება და პრობლემების გადაჭრაში დახმარება და როდესაც იგრძნობ, რომ ბავშვი გენდობა და მისი სიხარულის და პრობლემის მოზიარედ გაგხდის, ე.ი მასწავლებლობის მიზანიც მიღწეულია და ბედნიერი ხარ, რომ  ხარ მასწავლებელი გიყვარს მოსწავლე და მათგანაც იგივეს გრძნობ ,რაც არის იმის საფუძველი, რომ მოსწავლე ისწავლის იმას რასაც ასწავლის მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება