სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენ წარმატებული ვხდებით მაშინ, როცა მოსწავლეები იპყრობენ მწვერვალებს“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი
15-03-2021
-
+



რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა პილტოიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მისგან არცერთი ადამიანი არ არის დაზღვეული. ყოველდღიურად ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ავადდება, ძალიან ხშირია გარდაცვალების ფაქტები. პანდემიასთან ბრძოლაში დიდი პასუხისმგებლობა მართებს სასკოლო საზოგადოებას, ჩვენი ვალია სიფრთხილის გამოჩენა რათა დავიცვათ, როგორც ჩვენი, ასევე ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას პანდემიასთან ბრძოლის საკითხში და ვცდილობ, რომ დავიცვა ყველა წესი, უზრუნველვყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ სწავლებამ შეცვალა არა მარტო ჩემი სკოლის, არამედ მსოფლიო საზოგადოების ცხოვრების წესი. ონლაინ სწავლება დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის. პირველ რიგში, მასწავლებლებმა შეიცვალეს ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულება. კარგი მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გამოწვევებთან გამკლავებას და ჩვენ ეს შევძელით, ყველამ ერთად ვისწავლეთ უამრავი რამ, მათ შორის ონლაინ სივრცეში გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ონლაინ სწავლების გამოწვევებს. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც უდიდესი გამოწვევების, პრობლემების და ამავე დროს დიდი წარმატების წელს. გამოწვევებსა და პრობლემებში ვგულისხმობ პანდემიას მთელი თანმდევი მოვლენებით... პანდემია სრულიად მოულოდნელად დაგვატყდა თავს, დაიკეტა სასწავლო დაწესებულიებები, ჩაიკეტა ქალაქები და სოფლები, ადამიანები აღმოჩნდნენ სრულ გაურკვევლობაში... ამ პრობლებემის ფონზე აუცილებელი იყო სწავლის გაგრძელება, მოსწავლეების სტრესიდან გამოყვანა. ჩემი აზრით, უდიდესი წარმატებაა ის, რომ განათლების სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად მასწავლებლებმა შეძლეს თავი გაერთვათ ონლაინ სწავლების გამოწვევისთვის. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი წარმატება. თითოეული მასწავლებლის წარმატება განისაზღვრება არა მარტო პირადი წარმატებით, სტატუსის ამაღლებით, არამედ მისი აღზრდილი მოსწავლეების წარმატებით. ჩვენ წარმატებული ვხდებით მაშინ, როცა მოსწავლეები აღწევენ წარმატებას იპყრობენ ახალ მწვერვალებს.

- მოსწავლისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როდესაც მოსწავლეს არ აქვს მიზანი, სურვილი მიაღწიოს წარმატებას. დღევანდელ ცხოვრებაში დაჩაგრულია ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროფესია, განათლება. ჩვენი, როგორც მასწავლებლების ვალია, მოსწავლეებს ჩავუნერგოთ სწავლის, წარმატების მიღწევის სურვილი. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- იმეგობრონ საკუთარ შვილებთან, ჩაერიონ მათი განვითარების, განათლების საკითხებში; დაეხმარონ და ხელი შეუწყონ შვილებს განათლების მიღებაში; მისცენ მოტივაცია, ჩაუსახონ წარმატებიკენ სწრაფვის მიზანი; ხელი შეუწყონ შვილებს ინტერესების, მისწრაფებების განვითარებაში. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჩემი მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებაზე. მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვცდილობ, ხელი შევუწყო თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, დავეხმარო მათ ცოდნისა და უნარების რეალიზებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება