| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ხელი მოაწერეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებმაც. საპატიო სტუმრებს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის, ბატონი მამული ბუჭუხიშვილის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ნებელობით, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, წყალტუბოს საჯარო სკოლის დირექტორთა დაინტეტესებით, წყალტუბოს საჯარო სკოლებსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
საპატიო სტუმრებს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.
შეხვედრა მოსწავლეებმა სკოლის ჰიმნით გახსნეს. საზეიმო ტორტი დემონსტრაციულად გაიჭრა... საპატიო სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელმა ირაკლი კუჭავამ, ხოლო რექტორს - ბატონ როლანდ კოპალიანს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავამ ბატონი ოტიას წიგნი უსახსოვრა.
შეხვედრის დასასრულს სკოლის ეზოში ერთობლივად მარადმწვანე პალმები დაირგო, რომლითაც ურთიერთთანამშრომლობის საძირკვლის ჩაყრა დაფიქსირდა“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა