TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უღრმესი მადლობა ყოველი წუთისთვის, წამისთვის“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური წერილი კოლეგას
03-03-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი, ბოლნისის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ქეთინო დადვანს წარმოგვიდგენს, ულოცავს დედის დღეს და მისი, როგორც პედაგოგის, როგორც „ათასი ბავშვის მშობლის“ დამსახურებებზე ვრცლად და ემოციურად საუბრობს. ნინო დოხტურიშვილის ნააზრევს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს! დაე, გაზაფხულივით თბილი და სიყვარულის მომტანი იყოს თქვენთვის ამ დღის სიდიადე. დღევანდელი ჩემი წერილი ეძღვნება, დედას, რომელმაც მრავალი შვილი გამოზარდა. განურჩევლად მრწამსისა, ასაკისა, სქესისა... მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო სფეროში წლობით შეძენილი გამოცდილება გაძლევს   საშუალებას, არსებითად გაიაზრო მოზარდის აღზრდის თავისებურება და კორექტულად მიაწოდო სარჩო-საბადებელი მათ სულიერ მოწიფულობას, რომელიც ერთგვარი ჟანგბადია, როგორც გონების, ასევე გულისთვის.  

ასეთი მენტალიტეტით ასაზრდოებს ქალბატონი ქეთინო დადვანი ჩიტის ბუდიდან ახლად შეფრთიანებულ ბარტყებს, რაც ნათელი აზროვნებისა და კეთილსინდისიერ პიროვნებად ჩამოყალიბების ურყევი საწინდარია.
ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის  N1 საჯარო სკოლაში  მოღვაწე პატივცემული პედაგოგი, ქალბატონი ქეთინო დადვანი, მრავალი  ღირსეული პიროვნების აღმზრდელი დედაა.  ფრიად სასიამოვნო ქალბატონი, ყოველთვის იყო  და არის პატრიოტული სულის, ქართული ტრადიციების,  როგორც ქომაგი , ასევე მიმდევარი. სწორედ ასეთი პიროვნების გარემოცვაში იძერწება, ჩემი შვილის გიორგი ჯაჯანიძისა და მისი კლასელების მსოფლმხედველობა,  იდეოლოგია და მამულიშვილობა.

გაოცებული ვარ ამ ადამიანის მიერ უანგაროდ გამოვლენილი  სითბოთი, ყურადღებითა  და დაუღალავი შრომით, რომელიც ორიენტირებულია მისი აღსაზრდელების განათლებაზე, წინსვლაზე, წარმატებულ მომავალზე...  პედაგოგი, რომელმაც სრულფასოვნად  შეაყვარა ბავშვებს თავი და ეს შეძლო  პანდემიის პირობებში...  ჩემი შვილისთვის ქალბატონი ქეთინო პირველი პედაგოგი გახლავთ.  სწორედ მან  აზიარა სკოლის კედლებს, შეაყვარა  ენა, მამული, სარწმუნოება. სწორუპოვრად იქცა  მეორე აღმზრდელ მშობელ დედად. მის ხელში  გარდაიქმნა მოსწავლეების აზროვნება, იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ მომართულ სიმებად. სასიამოვნო ქართულ ხალხურ მოტივებზე აჟღერებულ ჰანგებად...
ქალბატონო ქეთინო, უღრმესი მადლობა ყოველი წუთისთვის, წამისთვის, იმ დიდი ყურადღებისთვის, რომელსაც ავლენთ ჩვენი შვილების მიმართ. სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგად,  ეს თაობა აღიზრდება პატრიოტული სულისკვეთებით!
გილოცავთ დედის დღეს, სწორედ ეს დედაშვილური სითბო იყოს თანმდევი თქვენი პიროვნული სიდიადის  და მრწამსისა“!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება