სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე პოსტერით, პრეზენტაციებითა და საინფორმაციო ბუკლეტით აღნიშნეს
03-03-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, ყველა კლასმა წარმოადგინა პოსტერი; საბაზო საფეხურის მოსწავლემ, ანა ვეკუამ - საინფორმაციო ბუკლეტი; უფროსკლასელებმა - პრეზენტაციებიც.

„მათი შინაარსი იყო ყოველგვარი დისკრიმინაციის შეწყვეტისა და არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი; ტოლერანტული და მშვიდობიანი საზოგადოებების ჩამოყალიბების ხელშეწყობის აუცილებლობა.

აღნიშნული დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ეს აქტივობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი სასკოლო პროექტისა „ადამის მოდგომა ერთმანეთის არის ნაწილი“, რომელიც პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ლიდერობის მიმართულებით ვახორციელებთ.

სამოქალაქო განათლებისა და ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებლებმა, ირმა ლიპარტელიანმა და თეონა ფრუიძემ მოსწავლეებს უჩვენეს ანტიდისკრიმინაციული შინაარსის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელმაც მოზარდები ძალიან დააინტერესა.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უცხადებს მოსწავლეებს, ზემოთ ჩამოთვლილ მასწავლებლებსა და კლასის დამრიგებლებს: ნატო ნემსწვერიძეს, სოფო მიქაძეს, მარიკა ხაბულიანს, თამილა ხეცურიანს, ნათია სვანიძესა და ნათია ხაბულიანს. ჩვენ ვგმობთ დისკრიმინაციას! ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც   ყველას ერთმანეთი გვიყვარს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება