სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მაყაშვილთ ცრემლით ნაბანო, გულს ჯავრი აღარ გაივლო!“- ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა მარო მაყაშვილს ემოციური ლექსი მიუძღვნა
02-03-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი აღინიშნა.

სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა მარო მაყაშვილის დღიურიდან ნაწყვეტი და მისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.

ასი წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული 19 წლის მარო მაყაშვილის დღიურიდან:

„...რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა, სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა, ენის  გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავად, გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც.

იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებისგან, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს! ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ!

რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა, ალბათ, ყველაფერს ოხრათ დარჩენილმა რუსმა.

ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს!

ეგ ერთი ერია, მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისგან დაწყევლილი.

ღმერთო, მოგვიმართე ხელი!“

ასი წლის შემდეგ

მარო მაყაშვილს

„მოჰგავდი ველის შროშანსა
პოეტის ნაზი ასული,
გულს სიამაყით გივსებდა
სამშობლო ქვეყნის წარსული!

ვაჟკაცის გული ჩაიდგი,
როს მტერი მამულს გვტაცებდა,
ლელა ბაჩლელის ჯიშისას
ბრძოლის წყურვილი თან გდევდა!

ცხრამეტ გაზაფხულნანახო,
მომწყდარო ველის ყვავილო,
მაყაშვილთ ცრემლით ნაბანო,
გულს ჯავრი აღარ გაივლო!

მიწას ცვარ-ნამად ეპკურა
უმანკო სისხლის წვეთები,
მშობელი მიწის გულიდან
ყაყაჩოდ ამოენთები!..

დღესაც ღვიძლ მიწას გვტაცებენ,
გვკიდებენ ერთიმეორეს,
„ო, როგორ მძულან!“ - შენ ნათქამს
მეც გულით გავიმეორებ!“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება