სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ციცი ჭანტურია კონფერენციაზე წარმატებით წარსდგა
02-03-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ციცი ჭანტურია პროექტისთვის „სამანი“ და „ეკო ბავშვები“ დააჯილდოვდა.

სკოლის ინფორმაციით, პედაგოგი მნიშვნელოვანი მოხსენებით წარსდგა დასკვნით კონფერენციაზე. 

„პანდემიის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლა გამორჩეულად წარმოგვიდგება საგანმანათლებლო სივრცეში, დაგეგმილი და განხორციელებულ მრავალი პროექტი და აქტივობები წარმოაჩენს მასწავლებლების და მოსწავლეების მრავალმხრივ ინტელექტს.

სკოლის განსაკუთრებულობის მანიშნებელია ევროპული ხარისხის ნიშნით ინგლისური ენის მასწავლებლის, ციცი ჭანტურიას დაჯილდოება პროექტისთვის „სამანი“ და „ეკო ბავშვები“, რომლის მიზანი გახლდათ სასწავლო გეგმაში ინტეგრირება, მცენარეთა ზრდის პროცესზე დაკვირვება და პროექტში მონაწილე ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შესწავლა. მსოფლიოში არსებულ მრავალ გამოწვევათა შორის, აქტუალურია უსაფრთხო, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნა და ნამდვილად საამაყოა, სკოლის პედაგოგების ჩართულობა მეტად საჭირო საქმეში, ხოლო ეთწინინგ-ი კი, საჭირო და აუცილებელი პროექტების განხორციელების სადარაჯოზეა.

ჩვენთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია და პატივია ინგლისური ენის მასწავლებლის, ციცი ჭანტურიას მოხსენება დასკვნით კონფერენციაზე, სადაც პედაგოგმა კონფერენციაში მონაწილე საზოგადოებას გააცნო და გაუზიარა  გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართულებით მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია. მოხსენების მთავარი არსი გახლდათ ასევე საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზ-შედეგობრივი გააზრება და ღირებულებების გადაფასება მრავალი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა, eTwinning-ის  ფარგლებში, მედია წიგნიერებასა და მედია უსაფრთხოებაზე ჩატარებულ და მიმდინარე აქტივობების შესახებ, ვრცელი მასალის მომზადებას გეგმავს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება