სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლებისგან მახარებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ფეხს უწყობენ თანამედროვე სიახლეებს“-დავით კუპრაშვილი, ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექტორი 
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რა ახარებს მასწავლებლებისგან და რას ურჩევდა მშობლებს აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექტორი დავით კუპრაშვილი საუბრობს. 

- Covid-19 პანდემიამ დაგვანახა ...
- Covid-19 პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად უსუსურია ადამიანი იმ გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს. გვიჩვენა, რომ სიტუაციის მართვა მხოლოდ ერთად მოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ადამიანი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის და რომ ტექნოლოგიების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა, რომ არსებობს არაერთი დისტანციური პლატფორმა, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია მოსწავლეებს შევუქმნათ საკლასო ოთახების მსგავსი ვირტუალური სივრცეები, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ ყველა ელექტრონული რესურსი ონლაინ თუ საკლასო სწავლების დროს. დავინახეთ, რომ სიახლეებთან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებული, შემგუებლობითი დამოკიდებულება აქვთ. ასევე, დისტანციურმა სწავლებამ საშუალება მოგვცა დროის ეფექტური მართვისა და ტექნოლოგიების სათანადო გამოყენებისა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ეს იყო წელი - დიდი გამოწვევების, სირთულეების, ტექნოლოგიების უკეთ გაცნობის, ტკივილის, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაცნობის.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მასწავლებლებისაგან ყველაზე ხშირად მიხარია ის, რომ მიუხედავად პანდემიისა და გამოწვევებისა, ისინი ფეხს უწყობენ თანამედროვე სიახლეებს, ზოგჯერ თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად მზად არიან იდგნენ მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- დისტანციურ სწავლებაში მათი ჩართულობა, მოტივაცია, შესაძლებლობების ფარგლებში მათი აქტიურობა, სიახლეების მიღება და პრაქტიკაში მათი განხორციელება.

- მშობლებს ვურჩევდი ...
- მეტ სიახლოვეს საკუთარ შვილებთან, მათ კონტროლს, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ ტელეფონთან და კომპიუტერთან და ტექნოლოგიები მეტად გამოიყენონ საგანმანათლებლო კუთხით.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
როგორი იქნება სამყარო მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ, იქნება თუ არა ეს ყოველივე საკმარისი გაკვეთილი ჩვენთვის, რომ გავხდეთ კარგი მოქალაქეები, მოვუფრთხილდეთ გარემოსა და ერთმანეთს, ვისწავლოთ ერთმანეთის გვერდით დგომა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება