სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მახარებს, მასწავლებლების შრომა სკოლის წარმოჩენისა და წინსვლისათვის“- მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რა ახარებს მასწავლებლებისგან და რას ურჩევდა მშობლებს აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე საუბრობს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ...
- რომ განათლების სისტემა ყველაფრისათვის უნდა იყოს მზად, რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესის გაჩერება და ჩაგდება. ამ გამოწვევას განათლების სისტემა შეძლებისდაგვარად წარმატებით გაართვა თავი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ... 
- თუ როგორ უნდა შევძლოთ 21-ე საუკუნეში ინფორმაციულ საკომუნიკაციო და ინტერნეტ საშუალებების გამოყენება სასწავლო პროცესში და როგორ მოხდეს თითოეული სასწავლო პლატფორმის გამოყენება ონლაინ სწავლებაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი ...
- ძალიან რთულ წლად, რადგან პანდემიამ დაგვაყენა ძლიერი გამოწვევების წინაშე, რომლის გამკლავებისათვისაც მთელი მსოფლიო იყო ჩართული. პანდემიამ დაგვაშორა ერთმანეთს სკოლა და მასში ჩართული ყველა თემი. 2020 წელმა დაგვანახა თუ რა ღირსეული ჯანდაცვის სისტემა და ეპიდემიოლოგები გვყოლია, რომლის ფასი COVID-19 პანდემიამდე არ ვიცოდით. 2020 წელს ამოქმედდა შესანიშნავი პროექტი TV - სკოლა, რომელიც სასწავლო პროცესს ძლიერ გამოადგა როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია ...
- მათი ერთმანეთთან თანადგომა, ურთიერთთანამშრომლობა, მოსწავლეებზე ზრუნვა, სხვადასხვა ონლაინ ტრენინგებში ჩართვა, სიახლეების ძიება და შემდეგ მათი განხორციელება და გამოყენება სასწავლო პროცესში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ამაღლებისათვის. მახარებს, მასწავლებლების აქტიური შრომა სკოლის წარმოჩენისა და წინსვლისათვის.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- რომ მაქსიმალურად არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს და რესურსებს რომელიც სკოლას გააჩნია.

- მშობლებს ვურჩევდი ...
- აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურად ითანამშრომლონ სასკოლო თემთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
- რისთვის გადაჰყავთ მშობლებს ბავშვები სოფლიდან ქალაქში, როდესაც სოფლის სკოლებს ჰყავს წარმატებული, კვალიფიციური მასწავლებლები, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ მოსწავლეებს მისცენ სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები რომლის გამოყენებასაც შეძლებენ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება