სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N12 სკოლაში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ლექცია-სემინარი გაიმართა
25-02-2021
-
+


თბილისის N12 საჯარო სკოლაში, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ისტორიის პედაგოგმა, ლარისა ახვლედიანმა XIა კლასის მოსწავლეებს ლექცია-სემინარი ჩაუტარა.

სკოლის ინფორმაციით, ლექცია-სემინარის თემები იყო: ოკუპაცია, ანექსია, ძალდატანებით გასაბჭოება.

„ერის ისტორიაში არსებობს განსაკუთრებულად ტრაგიკული დღეები, ასეთი დღეა 25 თებერვალი. 100 წლის წინ, საბჭოთა წითელმა არმიამ გადმოლახა დემოკრატიული საქართველოს საზღვრები, მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა უამრავი ქართველი, მათ შორის, იუნკერთა სამხედრო სკოლის პირტიტველა ჭაბუკები, მოწყალების დად წასული მარო მაყაშვილი...

საქართველო დაპყრობილი იქნა საბჭოთა რუსეთის და ქართველი ბოლშევიკების მიერ. სამწუხაროდ, დღესაც საქართველოს უხდება ბრძოლა თავისუფლებისთვის. მისი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღევანდელ დღეს ქართველი ხალხი პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს. ვიმედოვნებთ, რომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და საქართველო შეუერთდება მსოფლიო ცივილიზაციის ევროპულ ოჯახს", - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება