სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბუნების ქომაგები“ - დვაბზუს საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა  
25-02-2021
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დვაბზუს საჯარო სკოლაში, კლუბ ,,საფიხვნოს’’ ინიციატივით, კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბუნების ქომაგები“, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს; ერთმანეთს ცვლიდა პრეზენტაციები, რომელშიც გაშუქებული იყო კლიმატური პრობლემები, ასევე ბუნების სიყვარული დაუკავშირეს მხატვრული  ლიტერატურის სიყვარულს,  გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას  „ია“, „ფესვები“,  „ხმელი წიფელი“, „მთანი მაღალნი“,  „მთის წყარო“, შარლ ბოდლერის - „ალბატროსი“, რევაზ ინანიშვილის - „თეთრი ყანჩა“. მხატვრული ლიტერატურა - ღირებულებების,  განწყობა დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესში ხომ შეუცვლელი რესურსია და ასეც მოხდა, კონფერენციის მონაწილეები თითქოს საკლასო ოთახიდან გადაბარგდნენ ბუნების უკიდეგანო სივრცეში.

კონფერენცია მიზნად ისახავდა  საზოგადოების გათვითცნობიერებას გარემოს გლობალური კლიმატური პრობლემების არსში, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის განვითარების ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო  უნარების დაუფლებას, თანამშრომლობის ხელშეწყობას.

კონფერენცია e-Twinning  პორტალზე მიმდინარე პროექტის „გაამწვანე დღეს, იცხოვრე ხვალ“ ფარგლებში განხორციელდა, პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  7 საჯარო სკოლა.

კონფერენციის ორგანიზატორი  დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი გახლავთ, კონფერენცია კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება