| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ქობულეთის N2 საჯარო სკოლას და მას VIII ბ კლასში ჩატარებული მოქალაქეობის გაკვეთილი სრულად დაეთმო.
„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIII ბ კლასში ჩატარებული მოქალაქეობის გაკვეთილი თემაზე - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“...
მასწავლებელი, გიული მჟავანაძე, მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე, გაიხსენეს პირველი იუნკერები, საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი; რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უთანასწორო ბრძოლაში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს აგრეთვე 1918-1921 წლებში საქართველოში მოქმედ თვითმმართველობის მიღწევებზე, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალბატონ - ფარი ხანუმ სოფიევაზე, რაც მუსლიმი თემის მიერ დემოკრატიული არჩევნების გზით ქალის არჩევის პირველი პრეცედენტია მსოფლიოში“, - აღნიშნულია ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა