სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
25-02-2021
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული გამართა.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

„ისტორიის პედაგოგმა, მაია გულიაშვილმა მოსწავლეებს (მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე) გასაბჭოების შესახებ დოკუმენტური ფილმი წარუდგინა.

გაიმართა დისკუსია „გაწითლებისა“ და ქვეყნის თანამედროვე საზღვრების თაობაზე.  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, რუსუდან ქუთათელაძემ მეთერთმეტე კლასში ლექციურ-ინფორმაციული საათი დაუთმო სახალხო პოეტის - მიხა ხელაშვილის ღვაწლსა და მნიშვნელობას აღნიშნულ ეპოქაში. მართლაც, გასაოცარია ამ ანტი-საბჭოთა მოძრაობის წევრის ესოდენ დიდი გამბედაობა და შეუპოვრობა დიდი მტრის მიმართ. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ყველაზე ცნობილი ლექსი: „ლექსო, ამოგთქომ, იცოდე!“. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მონიკა ჭანტურიამ მერვე კლასის მოსწავლეებს გააცნო გიორგი მაჩაბელის პორტრეტი, როგორც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი. სახელდახელოდ ამ თარიღისთვის მწერალ ბესო სოლომანაშვილის მიერ გამოგზავნილი ფილმის ჩვენებამ „სუნამოების პრინცი“ კი სანაცვლოდ ახალგაზრდების დიდი ინტერესი და შთაბეჭდილებები მოიტანა.

ასევე, მეშვიდე კლასში, მიუხედავად მათი ასაკისა, გაიცნეს და გაიაზრეს მარო მაყაშვილის როლი სამშობლოს წინაშე თავდადების საქმეში, ნახეს და მოისმინეს მისი დღიურის ჩანაწერები, დასვეს უამრავი დამაფიქრებელი კითხვა. მოსწავლეებმა მარო მაყაშვილს სიმბოლური წერილები მისწერეს, დაამზადეს 2021 წლის ოკუპაციის ამსახველი პლაკატები, საკლასო ოთახი ძველი, მეწამული ფერის დროშებით მორთეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება