სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - დიდი ჩაილურის უმცროსკლასელთა გამოფენა პატრიოტულ მოტივებზე
25-02-2021
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოკრძალებული გამოფენით გამოხატეს პატივისცემა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირების - იუნკერების მიმართ.

დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა; 100 წელი მას შემდეგ, რაც 11-დღიანი ბრძოლა ჩვენი მარცხით დასრულდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უმცროსკლასელების ნახატები გამოიფინა დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში, ამ პატარებმა უკვე კარგად იციან, რომ თავისუფლების წართმევა მარტივი არ არის და თუნდაც ბრძოლის ველზე გმირულად დაეცე, შინაგან თავისუფლებას ვერავინ წაგართმევს. და არც მისი მოპოვება შეუძლია ყველას - „თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

„დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა ქედს იხრის ჩვენი გმირი წინაპრების - ჩვენი იუნკრების წინაშე, რომლებმაც გმირულად შეწირეს საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, - ნათქვამია დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება