სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დასაგმობი რუსული ოკუპაცია“ - სიქთარვის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა
24-02-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში, საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზენტაცია თემაზე „დასაგმობი რუსული ოკუპაცია“ გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, პრეზენტაცია მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მარი რობაქიძემ და გიგი ჯიქიძემ ისტორიის პედაგოგ შორენა კახიძესთან ერთად მოამზადეს.

„მათ კლასებს აჩვენეს, თუ რა სუსხიანია თებერვლის დღეები საქართველოსთვის. მერვე კლასის მოსწავლეებმა - თორნიკე გუმბერიძემ, ნიკო ლუტიძემ და ნიკა ტაბატაძემ გაიხსენეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ახლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ”.

მოსწავლეებმა ასევე გაიხსენეს მურმან ლებანიძის საკამათო ლექსი „25 თებერვალი“.

კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“ მე-10 კლასელმა, ქრისტინე გიორგაძემ წაგვიკითხა.

გავიხსენეთ იუნკერები, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები... მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ ბავშვებსა და მასწავლებლებს დღევანდელი დღისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება