სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობს
24-02-2021
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „კოლხას“ წევრებს მასტერკლასი ჩაუტარდათ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეედგინათ ბიზნესგეგმა; ასევე განახორიცელეს კონკურსით განსაზღვრული სავალდებულო აქტივობა. ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოსდაცვით კონკურსში ქუთაისის N24 სკოლა აქტიურადაა ჩართული და მოსწავლეები მადლობას უხდიან თანადგომისთვის დირექტორს - აკაკი წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების დოქტორს, ელიზბარ ბარბაქაძეს - სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ეკოკლუბი „კოლხა“ არც ერთ აქტივობას არ აკლდება:

„ბატონო ელიზბარ, მადლობა თანადგომისთვის!“

ეკოკლუბი „კოლხას წევრებმა კონკურსის პირობებით განსაზღვრული მორიგი აქტივობა განვახორციელეთ, მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ინტერაქტიური ლექცია მეწარმეობის შესახებ, შემდეგ კი ჩატარდა მასტერკლასი, თუ როგორ უნდა შედგეს ბიზნესგეგმა. აქტივობაზე ბავშვებმა წამოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, მიიღეს კვალიფიციური რჩევები და აპირებენ, გააგრძელონ მუშაობა გუნდურად, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში, თავად სკოლა კი უამრავ წარმატებას უსურვებს ბავშვებსა და ეკოკლუბის სრულ შემადგენლობას: ნათია მელქაძეს, ეკატერინე ნაროუშვილს, ნინო ძნელაძეს, ანა ცინცაძეს, დავით შენგელიას, გიორგი ლაღაძეს, მარი გრიგალაშვილს, ქეთი კირთაძეს, მარიამ სიმსივეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება