სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა, ოჯახი, საზოგადოება უნდა დავაკავშიროთ, რათა აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა“ - მაკა ჯანაშვილი, სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სამრეკლოს საჯარო სკოლამ, ერთმუშტად შეკრული გუნდისა და საოცარი ხელმძღვანელის ძალისხმევით, ღირსეულად დაძლია ყველა გამოწვევა, რომელიც პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს შეუქმნა და დღეს, თამამად შეუძლიათ თქვან, სასწავლო პროცესი შედგა და მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა, ყველამ ერთად, შეძლო შეუძლებელი - არ მოხდა წყვეტა მოსწავლეებსა და სკოლას შორის და სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს დღეს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში სამრეკლოს სკოლის დირექტორი, მაკა ჯანაშვილი.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- პანდემიამ დაგვანახა, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. გვასწავლა ცხოვრების, შრომის, გადაადგილების განსხვავებული რეჟიმით ცხოვრება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- კომპიუტერული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, ასევე ერთმანეთის მხარში დგომა, სიყვარული და ის, რომ „ძალა ერთობაშია“.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 ახალი გამოწვევების, ამ გამოწვევებთან გამკლავებისა და ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადაწყობის წელი იყო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მასწავლებელი ყოველთვის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერი ტიპის გამოწვევას, რადგან უანგაროა მათი სიყვარული მოსწავლეების მიმართ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ისინი ზედმიწევნით კარგად ასრულებენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ მაგალითი თავიანთი შვილებისთვის, დაეხმარონ იმ ემოციების მართვაში,რომლებიც შესაძლოა პანდემიის დროს განიცადეს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ბავშვების აღზრდას სამი ფაქტორი განაპირობებს: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. მინდა, ეს ფაქტორები მჭიდროდ დავაკავშიროთ ერთმანეთს, რათა აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება