სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გამოწვევების დასაძლევად, უნდა მოვამზადოთ ახალი თაობა ხარისხიანი განათლებით“ - ირაკლი დამენია, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2021
-
+


„გამოწვევების დასაძლევად, უნდა მოვამზადოთ ახალი თაობა ხარისხიანი განათლებით“, - აღნიშნული განცხადება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი დამენიამ etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში გააკეთა.

დამენიას შეფასებით, განვლილმა წელმა და ონლაინ სწავლებამ ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. მისივე თქმით, კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების დაძლევა „დაფიქრებული ნაბიჯების“ გადადგმით შესაძლებელია.

- ​კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა, რომ საჭიროა ერთიანობა, მეტი მონდომება, მეტი განათლება, მეტი სიყვარული, მეტი პასუხისმგებლობა, რაც სხვადასხვა გამოწვევების დაძლევის საწინდარია.​ პანდემიამ ცხოვრება სხვა კუთხით დაგვანახა, გვაჩვენა რომ საჭიროა, გადავდგათ დაფიქრებული ნაბიჯები და ვიყოთ მზად სირთულეების დასაძლევად.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, ელექტრონული რესურსების შექმნა, თანამედროვე მიდგომებით სწავლება, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება, კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან, განათლების მიღება დისტანციურად, რაც სრულიად ახალი გამოწვევა იყო.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც ციფრული ტექნოლოგიების წელი სასკოლო ცხოვრებაში, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით და სიახლეებით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა მასწავლებლები ინტერესით და მონდომებით ეკიდებიან სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებს; ეხმარებიან ერთმანეთს და უზიარებენ გამოცდილებას; ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გრძნობენ პასუხიმგებლობას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს პირდაპირობა და ინტერესი ციფრული ტექნოლოგიებისადმი, მიუხედავად ასაკისა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, ჰქონდეთ ინფორმაცია შვილის წარმატების თუ წარუმატებლობის შესახებ, იზრუნონ შვილის აკადემიური მოსწრების ზრდაზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს ცხოვრების ჩვეული რიტმი და მოგვიწიოს სხვა ახალ გამოწვევებთან გამკლავებამ, რისთვისაც შეიძლება მზად არ აღმოჩნდეს საზოგადოების დიდი ნაწილი. ამ გამოწვევების დასაძლევად უნდა მოვამზადოთ ახალი თაობა ხარისხიანი განათლებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება