სიახლეები
ეტალონი

„ეტალონსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება
07-11-2017
-
+


„ეტალონსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება, რაც ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მხარდაჭერას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. Etaloni.ge სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ხონელიძეს ესაუბრა:


- ბატონო ზურაბ, რას გულისხმობს თანამშრომლობა?

- ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს პროექტ „ეტალონის“ მხარდაჭერას. პროექტის, რომელიც ემსახურება გონიერი, განათლებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას და სახელმწიფოებრივი პოზიციის ფორმირებას. ამ პროცესში ჩვენ გულგრილები და მაყურებლები ვერ ვიქნებით. მე მიმაჩნია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობა გადამდები იქნება ჩვენი სტუდენტებისთვისაც და გაზრდის უნივერსიტეტის ცნობადობას დადებით კონტექსტში. 

ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება, ნაკლი, მინუსი, არის გაუნათლებლობა. ყველა პრობლების სათავე არის ჩვენი ცოდნისადმი დამოკიდებულება, არაინფორმირებულობა, ნაკლები განათლების ხარისხი. „ეტალონი“ სწორედ ამ ხარვეზის შევსების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სახალისო გზაა. ცოდნა, განათლება ისეთი ფორმით, ისეთი სახით არის მიწოდებული, რომ ამ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს. ეს არ არის ძალდატანებითი, - შედი ბიბლიოთეკაში, აქედან-აქამდე წაიკითხე და ა.შ. არა, ამ პროექტით განათლება სახალისოდ არის მიწოდებული.

- სოხუმის სახელმწიფო უნივერსისტეტის უახლოესი სამომავლო გეგმები რომ გაგვაცნოთ...

- ჩვენი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი მოვალეობაა - საგანმანათლებლო. საგანმანათლებლოში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა და ა.შ გარდა საგანმანათლებლო, ამ ძირითადი მოვალეობისა, დაგეგმილი გვაქვს და ვმუშაობთ, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება ავიყვანოთ საერთაშორისო ხარისხში, ანუ მოვახდინოთ პროცესების რეალური ინტერნაციონალიზაცია. ამ მიზნით, ჩვენ ვაფართოებთ სამოქმედო არეალს და საუნივერსიტეტო სივრცეს. ვცდილობთ, გავააქტიუროთ შიდა რესურსი და მაქსიმალურად მოვიზიდოთ გარე რესურსი, მოვახდინოთ მათი კონსოლიდაცია ერთი მიზნის, ერთი იდეის გარშემო. 

ორი საქმე, რომლებზეც ვმუშაობთ: პირველი ეს არის - ყველაფრის, რაც არის დაკავშირებული აფხაზებთან და აფხაზურთან, კვლევა და პროპაგანდა: აფხაზური ენის, ისტორიის, კულტურის, ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის და ა.შ. დაწყებული აფხაზური ენის გადარჩენის პირველი ნაბიჯით, მისი შენარჩუნების მიზნით. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ აფხაზური ენა არის მეორე სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზური ენის მნიშვნელობა და როლი ჩვენ ვიცით ჩვენი ერის ცხოვრებაში. სხვა ვალდებულება აფხაზურ ენასთან არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს და ამ ვალდებულებას არც აიღებს სხვა, საქართველოს გარდა. ეს ჩვენი, ქართული სახელმწიფოს ღირსების საკითხად მიმაჩნია. 

მეორე საკითხი, რაზეც ვმუშაობთ - ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, ქვეყანაში, სადაც ქვეყნის შიგნით არის ორი გამოკვეთილი კონფლიქტი. რეგიონში, სადაც არის ყველა ტიპის, ყველა სახის კონფლიქტი - შიდა, ეთნიკური, ეთნო-პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, სამხედრო და ა.შ. მე ვთვლი, რომ კონფლიქტის კვლევას სათანადო ყურადღება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, არ ექცევა. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და გვაქვს შესაბამისი ინტელექტუალური პოტენციალი და გამოცდილება, შევქმნათ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ეს იქნება კონფლიქტოლოგიის და რეგიონული პოლიტიკის. ანუ ორ საერთაშორისო ცენტრს ვქმნით - ერთი არის აფხაზეთთან დაკავშირებული და მეორე - კონფლიქტთან. ორთავეს ავიყვანთ საერთაშორისო ხარისხში. კიდევ ერთი საკითხია - ჩვენი უნივერსიტეტის გააქტიურება, ადგილის პოვნა ქვეყანაში, საგანმანათლებლო სივრცეში და, ზოგადად, ქართულ სახელმწიფოში. 

- ამ პროცესებში როგორია სახელმწიფოს მხარდაჭერა?

- რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არის და მჯერა, რომ მხარდაჭერა ხვალ და ზეგ უფრო მეტი იქნება. ამ ეტაპზე რა მხარდაჭერაც გვჭიდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ეს ხელშეწყობა გვაქვს. ყველაზე მეტად რაც მახარებს, ეს არის ხელისუფლების განწყობა, მზაობა, სურვილი.  ხელისუფლების მხრიდან არსებული მხარდაჭერის საფუძველზე, ყველა საშუალებაა, რომ უნივერსიტეტმა არათუ თავისი ადგილი დაიმკვიდროს საქართველოში, მისი ისტორიული მისიიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი უნივერსიტეტი ერთიანი ძალისხმევით ვაქციოთ რეგიონში სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო, ანალიტიკურ საუნივერსიტეტო ცენტრად, ჰაბად. 

ჩვენი უნივერსიტეტი არის ქართული სახელმწიფოს ნაწილი. ჩვენ, პირად მე, როგორც რექტორი, ასევე ჩვენი უნივერსისტეტის თითოეული თანამშრომელი, პატივს სცემს ქართველ ხალხს და მის არჩევანს - დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, ჩვენ განყენებული არ ვართ ხელისუფლებისგან. რაც სათქმელია, არ გვერიდება, ვამბობთ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება