სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და თანამშრომლის ყოველკვირეული შემოწმება სკოლაში ინფექციის გავრცელებას ანახევრებს - კვლევა
04-02-2021
-
+


ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენებით ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლის სხვა თანამშრომლების ყოველკვირეულმა შემოწმებამ ინფექციის გავრცელება, შესაძლოა, საშუალო სკოლებში 50% -ით, დაწყებით სკოლებში კი - 35% -ით შეამციროს, - ამის შესახებ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

CNN-ის ინფორმაციით, კვლევა როკფელერის ფონდმა და ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტმა აშშ-ის 6 ქალაქის სკოლებში 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარეს.

თითოეულმა ქალაქმა ტესტირებისთვის დამოუკიდებელი პროგრამა შექმნა, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და დუკ-მარგოლისის ჯანმრთელობის პოლიტიკის ცენტრის მიერ შემუშავებულ გაიდლაინებს შეესაბამებოდა. ტესტირების ჩატარების სიხშირე თავად სკოლებმა განსაზღვრეს.

აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და სკოლის სხვა თანამშრომლების ყოველკვირეულმა შემოწმებამ ინფექციის გავრცელება, საშუალო სკოლებში 50% -ით, დაწყებით სკოლებში კი - 35% -ით შეამცირა, თვეში ერთხელ შემოწმებამ - 5 %-ით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მხოლოდ მასწავლებლებისა და პერსონალის ტესტირება ნაკლებად ეფექტურია. ამავე კვლევის თანახმად, 2-მეტრამდე მანძილით დისტანციის დაცვა დაინფიცირების მაჩვენებელს 88%-ით, პირბადეების გამოყენება კი 40%-ით ამცირებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება