სიახლეები
სიახლეები

მშობლები „ბაქსვუდის“ სკოლის წინააღმდეგ - რატომ არის სწავლის ხარისხის შეუსაბამო გადასახადი პრესტიჟულ სკოლაში
03-02-2021
-
+


უკვე ერთი წელია თბილისში (და არა მხოლოდ) დისტანციური სწავლებაა. ახლა ონლაინ-რეჟიმის ავ-კარგსა თუ მის შედეგებზე საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა ფაქტია კერძო და საჯარო სკოლების მიდგომები, გამოწვევები და სპეციფიკა მკვეთრადაა განსხვავებული; თქვენს ყურადღებას კი, ამჯერად, ერთ კონკრეტულ კერძო სკოლაზე - „ბაქსვუდზე“ შევაჩერებთ იმ მიზეზის გამო, რომ ამ სკოლის მშობლები უკვე რამდენიმე თვეა გვწერენ და თავის უკმაყოფილებას გამოხატავენ.

რა ხდება იქ? - არსებული ვითარების გათვალისწინებით, თითქოს განსაკუთრებული არაფერი - მოსწავლეებს ნახევარსაათიანი გაკვეთილები უტარდებათ და ორ საათში ისინი თავისუფლები არიან მაშინ, როდესაც არაპანდემიურ პერიოდში სკოლაში ხუთ საათამდე მაინც უნდა ყოფილიყვნენ. მშობელი კი, რომელიც მუშაობს, დგება დილემის წინაშე - რა მოუხერხოს შვილის მოჭარბებულ თავისუფალ დროს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ საკმაოდ სოლიდური გადასახდი, რომელიც წესით სწავლის ხარისხის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს, დისტანციურ რეჟიმში კი ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია - ამას დღეს ყველა აღიარებს. ჰოდა ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რისთვის იხდის მშობელი ამხელა თანხას?  - იმისთვის რომ ბავშვმა დისტანციური სწავლებით იმის ნახევარი განათლებაც არ მიიღოს, რაც მანამდე იყო განსაზღვრული?

„ბაქსვუდის“ მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა, Etaloni.ge-ს უამბო, რომ სურდა, მისი შვილის სწავლა ყოფილიყო ეფექტური, რასაც ნამდვილად ვერ აძლევს ონლაინ-გაკვეთილები. „აქ გადასახადზეც არაა საუბარი - მინდოდა, ჩემი შვილის ტექნიკურ მოწყობილობასთან გატარებული დრო ყოფილიყო ეფექტური და სწორედ ამიტომ, სკოლას მივმართე თხოვნით, დაემატებინათ არასავალდებულო გაკვეთილები. სამწუხაროა, რომ ჩემს წერილზე პასუხიც კი არ მიმიღია და ყველაზე მეტად ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება. თუ რამე უნდა შეგვატყობინონ, ესემესებით გვეკონტაქტებიან, წერილებზე პასუხსაც არ გვცემენ, არადა სკოლას სახელი ისეთი აქვს, წესით არც ერთი გადაცდომა არ უნდა ჰქონდეთ“, -  აღნიშნა საუბარში მშობელმა და დასძინა, რომ სკოლის ადმინისტრაციის ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო უკმაყოფილება არაერთი მოსწავლის მშობელმა გამოთქვა.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად „ბაქსვუდის“ სკოლის დირექტორს, არჩილ სუმბაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- მოგახსენებთ ჩემს პოზიციას - ყველამ კარგად ვიცით, რომ ე.წ. სინქრონული სწავლება არ გახლავთ პირდაპირი კოპირება ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისა. ცხადია, ის დატვირთვა, რაც საათობრივი თვალსაზრისით ჩვეულ რეჟიმში შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, ეკრანთან, კონკრეტული ლიმიტების გამო, რაც ბუნებრივია, ვერ ექნება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო. არსებობს გაიდლაინები, რა დრო შეიძლება გაატაროს მოზარდმა მონიტორთან და ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ. გვყავს მოსწავლეები მხედველობის ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემებით, შესაბამისად, დატვირთვას ვერ გავზრდით. გვქონდა საუბარი მშობელთან რომელმაც აღნიშნა - ჩემი შვილი მაინც ატარებს დროს ტექნიკურ მოწყობილობასთან და მირჩევნია, თამაშის მაგივრად, სწავლით იყოს დაკავებულიო.

აქ ორი პრინციპია - ერთი, რომ ბავშვს ულიმიტოდ აქვს წვდომა გაჯეტთან და მეორე - სკოლა როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, ვერაფრით გახდება მაპროვოცირებელი, ეკრანთან ბავშვის დიდხანს ყოფნის.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნახევარსაათიანი გაკვეთილები ღირს იმ თანხად, რასაც მშობელი იხდის? საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხაზე - მშობლების მიმართ მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

-  უნდა გავაცნობიეროთ, რომ კერძო სკოლებისთვის ძირითადი ხარჯი დაკავშირებულია არა კომუნალურ გადასახადებთან, არამედ პერსონალის ხელფასებთან. ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად ოპტიმალური კორექტირება გაგვეკეთებინა. იმ პასუხისმგებლობაზე, რაც გვაქვს აკადემიური თვალსაზრისით, ჩვენ უარს არ ვამბობთ და ონლაინ-გაკვეთილების მომზადებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- დამეთანხმეთ, ვერც ერთი ონლაინ-გაკვეთილი მაღალ ხარისხს ვერ დადებს. თქვენ ხომ დაზოგეთ თანხები - მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლაში არ დადიან. რატომ არ გაუკეთეთ შეღავათი მშობლებს?

- კომუნალური ხარჯი არ არის წამყვანი. რეალურად, ანაზღაურება არის უდიდესი პროცენტი კერძო სკოლები ბიუჯეტისა. ჩვენ გავაკეთეთ 20%-იანი ფასდაკლება, რომელიც ვფიქრობ, ადეკვატურია. ამას გარდა, დავიწყეთ ცალკე პროგრამა იმ ადამიანებისთვის, ვინც იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი და პანდემიის გამო შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა - ნებისმიერ მშობელს აქვს უფლება, მოგვმართოს, დაგვისაბუთოს, რომ აქვს პანდემიის გამო გამოწვეული ზარალი და სკოლა განიხილავს ინდივიდუალურად თითოეული ოჯახის  ხელშეწყობას. ამ ყველაფერს კი სჭირდება სწორი კომუნიკაცია...

- ეს კიდევ ერთი პრობლემაა, მშობელბი ამბობენ, რომ მათი წერილები უპასუხოდ რჩება... არ ელაპარაკებით მათ, ბატონო არჩილ?

- ამას ვერ დავადასტურებ - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დარეკოს! გარდა ამისა, გვაქვს ელექტრონული დღიური, ვგზავნით ელექტრონულ წერილებს, ესემესებს... კომუნიკაციის ყველა საშუალებას თავისი ადგილი აქვს და ჩვენ უპასუხოდ არც ერთ საკითხს არ ვტოვებთ.  


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება